ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პირველად დაასანქცირა საქართველოს მოქალაქეები და ეს ბერკეტი გამოიყენა სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლის წინააღმდეგ. ამ მოსამართლეებს, სხვა თანამოაზრეებთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციები მოიხსენიებდნენ ე.წ. სასამართლო კლანის შემქმნელებად და წევრებად.
თითის ანაბეჭდები აღებულია, ბრალი წაყენებულია - ბრალდება აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის, 76 წლის დონალდ ტრამპის წინააღმდეგ 34 პუნქტს მოიცავს, საპატიმრო სასჯელს გულისხმობს და ძირითადად, საარჩევნო მიზნებისთვის, მნიშვნელოვანი დოკუმენტების გაყალბებას უკავშირდება.
მარტში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში შევიდა კანონპროექტი, რომელიც სამხედრო მოსამსახურეების დაკარგულად და გარდაცვლილად ცნობის ვადის შეცვლას ითვალისწინებს.
მოსკოვში კიდევ ერთი მეჩეთის მშენებლობის თემა ახალ, დაძაბულ ფაზაში შევიდა. ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის მებრძოლები მოსკოვს ულტიმატუმს უყენებენ - ან დაისჯება ყველა, ვინც მეჩეთის მშენებლობას აპროტესტებს, ანდა რუსები ჩეჩნებთან ომისთვის უნდა მოემზადონ.
ნატოში მიმავალი გზა შვედეთისთვის კვლავ ჩაკეტილი რჩება თურქეთისა და უნგრეთის მიერ მაშინ, როცა ფინეთი გახდა სამხედრო ალიანსის 31-ე წევრი 4 აპრილს და მისი განაცხადი სარეკორდოდ მოკლე ვადაში დამტკიცდა.
სახალხო დამცველის აპარატი აქვეყნებს პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ კონსილიუმის კლინიკა „ვივამედში“ ბოლო ვიზიტის შედეგებს.
რუსეთში, ტერორიზმის ბრალდებით 26 წლის ქალი, დარია ტრეპოვა დააკავეს. მას კრემლის მხარდამჭერი სამხედრო ბლოგერის აფეთქება ედება ბრალად. რუსეთის შსს-მ უკვე გამოაქვეყნდა ვიდეო, სადაც დარია ტრეპოვა აღიარებს, რომ დანაშაულის ადგილზე მართლაც იყო.
7-9 მარტის აქციებზე "მოლოტოვის კოქტეილის" სროლის და პოლიციელის ავტომობილის დაწვის ბრალდებით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი დღეს პირველად მოინახულეს ადვოკატებმა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ მათ თქვეს, რომ პატიმარს იძულებით გადაპარსეს თავი.
უკრაინის მოსკოვის საპატრიარქოსთან დაკავშირებულ მართლმადიდებელ ეკლესიას (УПЦ) კიევ-პეჩორის ლავრის გარდა პრობლემები ქვეყნის სხვა ეკლესიებშიც აქვს. УПЦ-ს მრევლი უპირისპირდება. ქალაქ ხმელნიცკის ტაძრის გასაღები სასულიერო პირებს 2 აპრილს ხალხმა ჩამოართვა, ეკლესიაში უკრაინელი ჯარისკაცის ცემის შემდეგ.
ჩამოტვირთე მეტი