საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევაა, კიდევ 4 პაციენტი გამოჯანმრთელდა
გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 822-მდე გაიზარდა.
განიკურნა კიდევ 4 პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 690-ია.
საქართველოში ახალი სახეობის კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. COVID-19-ით პირველი პაციენტი 4 აპრილს გარდაიცვალა. სულ გარდაცვლილია 13 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევაა

გასული საღამოს შემდეგ, საქართველოში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დადასტურდა. საერთო რიცხვი 818-მდე გაიზარდა.
გასულ საღამოს დადასტურებული 2 ახალი შემთხვევის ჩათვლით, კლინიკებს 8 ახალი პაციენტი ჰყავთ.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში, ანტიკრიზისული ბიუჯეტის წარმოდგენამდე განაცხადა, რომ 8-დან სამი პაციენტი ბოჭორიშვილის კლინიკის თანამშრომელია, კიდევ ორის დაინფიცირების პირველწყარო კი, ბოლომდე ჯერჯერობით გაურკვეველია. ამიტომ, გახარიას თქმით, საუბარი ეპიდემიის დამარცხების შესახებ, მინიმუმ ნაადრევია და მობილიზაციის მაღალი დონე უნდა შენარჩუნდეს.
კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 3 პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი ამჟამად 686-ია.
საქართველოში ახალი სახეობის კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. COVID-19-ით პირველი პაციენტი 4 აპრილს გარდაიცვალა. სულ გარდაცვლილია 13 ადამიანი.
პაატა იმნაძე: ნეტა, იმას ეყოს ვაქცინა, ვისაც ძალიან ენდომება
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე ამბობს, რომ მსოფლიო რესურსების სრულად გამოყენების შემთხვევაც კი შესაძლოა კორონავირუსის საწინააღმდეგოდ შექმნილი ვაქცინა ყველა მსურველს არ ეყოს. ასე უპასუხა მან ჯერ არ შექმნილი ვაქცინის წინააღმდეგ გამოთქმულ მოსაზრებებს "დაჩიპვასთან" დაკავშირებით.
"დიდი იმედი მაქვს, რომ ვაქცინები როცა გაჩნდება, ვისაც სურვილი ექნება, რომ აიცრას და ძალიან დიდი სურვილი ექნება, ნეტა, იმას ეყოს. ეს იქნებოდა ჩემი პასუხი", - თქვა იმნაძემ.
წაიკითხეთ ასევე:
საქართველოს რკინიგზა აქვეყნებს წესებს, რომელიც მატარებლით მგზავრობისთვის სავალდებულო იქნება
რკინიგზის ამუშავების თარიღი ცნობილია
საცურაო აუზების გახსნასთან დაკავშირებული პროტოკოლი უახლოეს მომავალი გამოქვეყნდება
პაატა იმნაძე: ნიღაბი უნდა ატაროს ინფიცირებულმაც და ჯანმრთელმაც
საცურაო აუზების გახსნასთან დაკავშირებული პროტოკოლი უახლოეს მომავალი გამოქვეყნდება
გიორგი გახარია: მცდარია ფორმულირება, რომ საქართველომ ვირუსი დაამარცხა
ამუშავების შემდეგ მეტრომ და ავტობუსმა თბილისში 400 ათასზე მეტი მგზავრი გადაიყვანა
დღეიდან კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ერთი ნაწილი იხსნება, თუმცა კვლავ რჩება სავალდებულო ხასიათის შესასრულებელი მოთხოვნები. ⬇️