რადიო თავისუფლების კორესპონდენტი სამეგრელოში 2011 წლიდან. ამზადებს სტატიებს, ახალ ამბებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს ვებსაიტისთვის, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“.
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მუნიციპალიტეტის დათხოვნილი თანამშრომლების, მაია ღურწკაიასა და ქეთო ტაბაღუას, საჩივარი.
აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციულ საზღვარზე ხურჩა-ნაბაკევისა და ორსანტია-ოტობაიის საკონტროლო-გამშვები პუნქტების ჩაკეტვით მოზარდებს გადაადგილებასთან ერთად განათლების უფლებაც შეეზღუდათ.
მოსახლეობის პროტესტის მიუხედავად, აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ გადაწყვეტილება სისრულეში მოიყვანა და სამეგრელოსთან ადმინისტრაციულ საზღვარზე ორი საკონტროლო-გამშვები პუნქტი ჩაკეტა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალეში შპს „კავკასენერგოს“ წინააღმდეგ გამოდიან. სოფლის მცხოვრებლების თქმით, კომპანია აპირებს ჭალეში ხუთი ელექტროგადამცემი ბოძი განათავსოს, რომელზეც მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები უნდა გაიყვანონ, რაც, ადგილობრივების აზრით, მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის სახიფათო იქნება.
ბაზრის შიდა ტერიტორიაზე მოვაჭრეები ზუგდიდის თვითმმართველობისგან გარევაჭრობის აკრძალვას ითხოვენ. ამ წინადადებით მათ ქალაქის მერს, ირაკლი გოგოხიას, მიმართეს.
ქალაქ ზუგდიდის მერია და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა მოქალაქეებს ჯანდაცვის კუთხით სხვადასხვა მომსახურებას სთავაზობს. სოციალურად დაუცველი და მძიმე ფინანსური პრობლემების მქონე მოქალაქეების სიმრავლის გამო პროგრამებზე მაღალი მოთხოვნაა.
„ენგურჰესზე“ სარევიზიო სამუშაოები მიმდინარეობს. მას შემდეგ, რაც ჰესის თაღოვანი კაშხლის ჰიდროელექტროსადგური გეგმიურად 18 თებერვალს გაითიშა, შესაძლებელი გახდა კაშხლის დერივაციული გვირაბის რევიზია.
გალში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების“ (IPRM) მორიგი შეხვედრა გაიმართა.
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობაში, რომელიც ავარიულ მდგომარეობაშია, სპექტაკლები უკვე ერთი წელია არ იმართება.
ქალაქ ზუგდიდის საკრებულომ გარევაჭრობის წესების შესადგენად პირველი საჯარო შეხვედრა გამართა.
ზუგდიდის სოფელ დარჩელში უკვე არავის აოცებს სატვირთო ავტომობილის თუ ტრაქტორის საჭესთან 24 წლის მარიამ კოდუას დანახვა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებს საკონკურსო-საატესტაციო კომისიისა და გამგეობის მიმართ ახალი პრეტენზიები აქვთ.
ზუგდიდის რაიონული საავადმყოფოს ეზოში მოშიმშილე დევნილები 10 დღეზე მეტია სპეციალური კომისიის მიერ მინიჭებული ქულების გადამოწმებას ითხოვენ.
სამსახურიდან დათხოვნილები მიიჩნევენ, რომ ისინი უსამართლოდ გაათავისუფლეს და ამის დამტკიცებას სასამართლოს გზით ცდილობენ.
აქციის მონაწილეები ითხოვენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სპეციალური კომისიის მიერ მინიჭებული ქულები გადაიხედოს.
აშშ-ის ელჩი საქართველოში, იან კელი იმყოფებოდა ოკუპირებულ აფხაზეთთან მოსაზღვრე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ხურჩასა და ორსანტიაში.
გალში, „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ ფარგლებში, მორიგი შეხვედრა გაიმართა.
გამგეობიდან გათავისუფლებულებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ, მათ შორის, ბათილად ცნობა საკონკურსო საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებისა, რომლის საფუძველზეც ისინი გაათავისუფლეს.
ზუგდიდის ყოფილ პოლიტექნიკურ კოლეჯს პრობლემები 1996 წლიდან დაეწყო, მას შემდეგ, რაც შენობაში ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ყოფილი ფილიალი გადავიდა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 59 ყოფილ წევრს შორის, რომლებმაც პარტია 12 იანვარს დატოვეს, ოთხი ზუგდიდის ორგანიზაციის წარმომადგენელია.
ჩამოტვირთე მეტი