ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.
გაერომ წარმატებული უწოდა ექსპერტების დონეზე გასულ კვირაში გამართულ მოლაპარაკებას კვიპროსის შესაძლო გაერთიანების თაობაზე.
მიმდინარე კვირიაში უცხოეთის პრესის ყურადღების ცენტრში იყო აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, ინაუგურაციის სამზადისი. ცხადია, თემა დიდია, თუმცა ამჯერად შემოვიფარგლებით ორ წამყვან ამერიკულ გამოცემაში გამოქვეყნებული პუბლიკაციის, ჩვენი აზრით, ნიშანდობლივი შეფასებით. ლიბერალური მიმართულების გამოცემა „ვაშინგტონ პოსტის“ სარედაქციო სტატია იზიარებს ერთ-ერთი გამოკითხული რესპონდენტის მოსაზრებას დონალდ ტრამპთან დაკავშირებით.
20 იანვრის ინაუგურაციამდე, რაც ევროპის დროით 17:00 საათზე იწყება, აშშ-ის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, პროტოკოლის თანახმად, რამდენიმე ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, სადაც კიდევ ერთხელ პირობა დადო, რომ გააერთიანებს „გახლეჩილ ერს“ და რადიკალურად შეცვლის პოლიტიკურ ატმოსფეროს ვაშინგტონში მას შემდეგ, რაც ოფიციალურად დაიკავებს პრეზიდენტის პოსტს.
პოლონეთში, ნატოს წევრ სახელმწიფოში, გასულ კვირაში დაიწყო ამერიკული ჯავშანსატანკო ბრიგადის გაშლა, რასაც დიდი ზეიმით შეხვდა პოლონეთის ხელისუფლება.
საქართველოს პოლიტიკური სპექტრის ნაწილი იზიარებს საქართველოს პრეზიდენტის შეშფოთებას და რუსულ კომპანია "გაზპრომსა“ და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებულ საიდუმლო ხელშეკრულებას ქვეყნის ეროვნული ინტერესების საზიანოდ მიიჩნევს.
საქართველოს შიდა პოლიტიკაში ახალი დაპირსპირების თემა გაჩნდა რუსულ კომპანია "გაზპრომსა“ და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული ახალი, საიდუმლო ხელშეკრულების სახით.
გასულ შაბათს პოლონეთის ხელისუფლების წარმომადგენლები სიხარულით შეხვდნენ ამერიკელი ჯარისკაცებისა და სამხედრო ტექნიკის გამოჩენას პოლონეთში, რომელიც მეოთხე ქვეყანაა აღმოსავლეთ ევროპაში, სადაც, როტაციის წესით, ამერიკის 1000-კაციანი სამხედრო დანაყოფი განლაგდება.
მიმდინარე კვირის ამერიკული მედიის მთავარი განსახილველი საკითხი იყო დონალდ ტრამპის პირველი პრესკონფერენცია და რუსეთის ხელთ არსებული მაკომპრომეტირებელი მასალა აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტზე. ამ საკითხს რეზონანსი ჰქონდა ევროპულ მედიაშიც, ევროკავშირის სივრცეში მიმდინარე რამდენიმე პროცესის ფონზე.
აშშ-ის სენატში 12 იანვარს გამართულ საკომიტეტო მოსმენებზე არჩეული პრეზიდენტის მიერ ქვეყნის უსაფრთხოების ორი უმნიშვნელოვანესი უწყების ხელმძღვანელებად წარდგენილმა კანდიდატებმა დაადასტურეს, რომ აშშ-ის ერთ-ერთ უმთავრეს საფრთხეს წარმოადგენს რუსეთი, რომელიც ჩაერია საპრეზიდენტო არჩევნების მსვლელობაში.
საქართველოში შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა 31 მარტამდე უნდა მოიყვანოს სისრულეში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ჩამოართვა პირადი ხასიათის ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვებისა და მაიდენტიფიცირებელი მონაცემების ასლის გაკეთებისა და შენახვის უფლება.
11 იანვარს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მოუსმენენ სახელმწიფო მდივნის პოსტზე წარდგენილ კანდიდატს, რექს ტილერსონს.
წლის ბოლოს დაიწყო საქართველოს შეიარაღებულ ძალებში და დიდწილად მომავალი წლის განმავლობაშიც არ დაკარგავს სიმწვავეს რეორგანიზაცია და საკადრო ოპტიმიზაცია, რომელსაც სამხედრო უწყება თანხების დაზოგვითა და საბრძოლო მზადყოფნის ამაღლების სურვილით ხსნის.
შავ ზღვაში ფართოვდება სამძებრო სამუშაოები, რომელიც მიზნად ისახავს წყალში ჩავარდნილი თვითმფრინავის ფრაგმენტებისა და დაღუპულთა გვამების მოძიებას.
რუსეთის პრეზიდენტი ანაქრონიზმად მიიჩნევს ევროკავშირში არსებულ სავიზო რეჟიმს და მიესალმება უკრაინის მოქალაქეებისათვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლას.
რუსეთში მიწას მიაბარეს თურქეთში 19 დეკემბერს მოკლული რუსეთის ელჩი, ანდრეი კარლოვი, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტმა სიკვდილის შემდეგ რუსეთის გმირის წოდება მიანიჭა.
დღევანდელი გადაცემის თემაა თავდასხმები თურქეთსა და გერმანიაში და საფრთხე, რომლის პრევენცია სულ უფრო რთულდება, მათ შორის, ნატოს უძლიერეს სახელმწიფოში.
რუსი ექსპერტები და პოლიტიკოსები, რომელთა მოსაზრებებითაც აჭრელებულია რუსეთის მედია, მომხდარ ტერაქტში დასავლეთს ადანაშაულებენ.
მიმდინარე კვირის განმავლობაში დასავლეთის მედიის ყურადღების ცენტრშია ვითარება სირიის ქალაქ ალეპოში.
სირიის არმიისა და სირიელი მეამბოხეების ალიანსის წარმომადგენლებმა დაადასტურეს ცნობა, რომ 15 დეკემბერს დილით უნდა დაწყებულიყო მეამბოხეებისა და მოქალაქეების ევაკუაცია ალეპოს ყველა ალყაშემორტყმული რაიონიდან.
ჩამოტვირთე მეტი