14 ადამიანი დაიღუპა დღეს ჩრდილოეთი ჩეჩნეთის დაბა შოლკოვსკაიასთან, შვეულმფრენის კატასტროფის შედეგად.
დღეს კიდევ ერთი ტერორისტული აქტი მოხდა ისრაელში.
შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი, დიკ ჩეინი, ვარაუდობს, რომ პალესტინელთა თვითმმართველობის ლიდერი, იასირ არაფატი, უშუალოდ მონაწილეობდა იარაღის კონტრაბანდის ფართომასშტაბიან ოპერაციაში,
დღეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის 12-კაციანი დელეგაცია და მსოფლიო ბანკის რვაკაციანი ჯგუფი ქაბულში ჩავიდნენ და მოლაპარაკება გამართეს ავღანეთის დროებითი მთავრობის ფინანსთა მინისტრთან, ამინ არსალასთან, და ამ ქვეყნის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელთან, აბდულ ყადირ ფიტრატთან.
უზბეკეთში დღეს გაიმართა საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი,
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ისმაილ ჯემის განცხადებით, მისი ქვეყანა მზად არის, საერთაშორისო სასამართლოს დახმარებით განიხილოს საბერძნეთთან თავისი ტერიტორიული დავა.
აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში განთავსებული რუსეთის სამშვიდობო ძალების ავტომანქანა ზუგდიდის რაიონის სოფელ ნაწულუკში ორ ფეხით მოსიარულეს დაეჯახა.
დღეს გადადგა ისრაელის უპორტფელო მინისტრი სალაჰ ტარიფი – ამ ქვეყნის ისტორიაში პირველი არაბი, რომელიც მთავრობის წევრი იყო.
ესტონეთის პრეზიდენტმა, არნოლდ რუიტელმა, დღეს ახალი მთავრობის შემადგენლობა დაამტკიცა. კაბინეტს სათავეში უდგას პრემიერ-მინისტრი სიიმ კალასი.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ირაკლი მენაღარიშვილის განცხადებით, აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში 1994 წელს დაწყებული სამშვიდობო ოპერაცია, მისი ამჟამინდელი ფორმით, ყოველგვარ აზრს მოკლებულია.
პარლამენტარ ზურაბ ჟვანიას განცხადებით, კოდორის ხეობის დაუცველად დატოვება დაუშვებელია.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო წუხილს გამოთქვამს, საქართველოში რუსეთის ყოფილი ელჩის, ფელიქს სტანევსკის, მასმედიით გავრცელებული მოსაზრებების გამო, რომლებიც აშკარად არამეგობრულ ხასიათს ატარებს.
ჩამოტვირთე მეტი