ხუთშაბათს ენგურის ხიდზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა.
შეერთებული შტატები და რუსეთი მომავალ კვირაში ვაშინგტონში შეუდგებიან მოლაპარაკებას ბირთვული არსენალის შემცირების თაობაზე.
შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის განცხადებით, ირანმა არ უნდა სცადოს ავღანეთის დესტაბილიზაცია, თუ ანტიტერორისტული კოალიციის აქტიური წევრობა სურს.
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი კმაყოფილია პაკისტანისა და ინდოეთის ძალისხმევით, განმუხტონ დაძაბულობა და მოხარულია, რომ პაკისტანის პრეზიდენტი, ფერვეზ მუშარაფი გააკეთებს განცხადებას, ახალი ანტიტერორისტული ზომების შესახებ.
დღეს "ალ ყაიდისა" და თალიბანის დატყვევებული წევრების პირველი ჯგუფი გაამგზავრეს ავღანეთის ქალაქ ყანდაარიდან ტყვეთა ბანაკში, რომელიც კუბაში, ამერიკულ სამხედრო ბაზაზე მდებარეობს.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, კოლინ პაუელის განცხადებით, ქვეყნის მთავრობას ხელთა აქვს სამხილები, რომლებიც ადასტურებს გასულ კვირაში ისრაელის მიერ შეჩერებული, იარაღით დატვირთული გემის კავშირს პალესტინელთა ხელმძღვანელობასთან.
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დაიწყო თანამდებობის პირთა მიერ უკანონოდ შეძენილი ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ კანონპროექტის განხილვა.
საქართველოს 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განსახილველად დახურულ კარს მიღმა გაიმართა მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენელთა შეხვედრა.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თავის ქართველ კოლეგას, ედუარდ შევარდნაძეს ოფიციალურად აცნობა შარშან ნოემბერში საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტების გამომძიებელ ერთობლივ კომისიაში თავის წარმომადგენელთა დანიშვნის თაობაზე.
რუსეთის პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობათა სამინისტროს დაავალა ჩეჩენი დევნილების საქართველოდან სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობათა შესწავლა.
ბრიტანეთის განცხადებით, მრავალეროვანი უშიშროების ძალების სრული შემადგენლობა, როცა ის თებერვლის შუა რიცხვებში დაასრულებს ავღანეთში განთავსების პროცესს, 5000 კაცს მიაღწევს.
ირანი აპირებს ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლეს კომისართან თანამშრომლობას დაახლოებით 2,3 მილიონი ავღანელის რეპატრიაციის საქმეში.
ჩამოტვირთე მეტი