აშშ ააშენებს ახალი კლასის თანამედროვე საბრძოლო გემებს. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავისი სახელობის, „ტრამპის კლასის” გემების მშენებლობის გეგმის პრეზენტაცია 22 დეკემბერს გამართა ფლორიდაში, რეზიდენცია მარ-ა-ლაგოში.
აზერბაიჯანიდან სომხეთში საქართველოს გავლით ჩატანილი აზერბაიჯანული ბენზინი სომხეთში საბაზროზე ფასზე იაფად გაიყიდება, - იუწყება რადიო თავისუფლების სომხური სამსახური.
„ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აგრძელებს ევროკავშირისა და მისი წარმომადგენლების დადანაშაულებას საქართველოს ევროინტეგრაციის შეჩერების საკითხზე. „რუსთავი 2-ის" ეთერში საუბრისას მან თქვა, რომ ევროინტეგრაცია გამოიყენება „შანტაჟის ინსტრუმენტად“.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა, რომ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის აშშ-ის მედიაციით მიღწეული „ტრამპის მარშრუტის“ პროექტი ითვალისწინებს ისეთ „ნიუანსებსაც“, რომლებიც რუსეთ-სომხეთის ურთიერთობებს უკავშირდება.
სამოქალაქო აქტივისტ ისაკო დევიძეს, რომელიც პოლიციამ 20 დეკემბერს პარლამენტის წინ დააკავა, თბილისის საქალაქო სასამართლომ 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. მას ედავებიან პოლიციელის შეურაცხყოფას. ინფორმაციას ავრცელებს გამოცემა „პუბლიკა“.
პროკურატურის მოთხოვნით, ოპოზიციონერ პოლიტიკოს ზურა ჯაფარიძეს 30 000- ლარიანი გირაო შეუფარდეს და ამავდროულად, ჩამოართვეს პირადობის მოწმობა და პასპორტი. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა გამოაცხადა.
დედაქალაქში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოწყობილი საახალწლო სოფლის შესასვლელში დამონტაჟებული თაღი 80 000 ლარი დაჯდა. ამის შესახებ ირკვევა თბილისის მერიასა და შპს „ღამის შოუს სტუდიას“ შორის დადებული ხელშეკრულებიდან.
ჩამოტვირთე მეტი