ბარამია აცხადებს, რომ გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯსა და საბერიოში 500-მდე სამხედრო და მძიმე ტექნიკა შეიყვანეს. ჭუბურხინჯის, საბერიოსა და დიხაზურგას მკვიდრნი ყვებიან, რომ რუსეთის სამხედრო ნაწილების გადაადგილება მათ სოფლებში არ უნახავთ.
გელა ბეჟუაშვილის აზრით, საქართველოს მთელი სასაზღვრო ზოლი, მათ შორის საზღვაო, პროვოკაციების საშიშროების შემცველია. ამიტომ, მისი აზრით, საჭიროა სამოქმედო გეგმის შემუშავება.
12 ადამიანი, მათ შორის გაეროს 6 თანამშრომელი დაიღუპა ქაბულში მომხდარი აფეთქების შედეგად. მოგვიანებით, იერიში მიიტანეს პრეზიდენტის სასახლესთან მდებარე ფეშენებელურ სასტუმროზე.
1999 წლის 27 ოქტომბერს მთელი მსოფლიოს მედიის ყურადღება სომხეთისკენ იყო მიპყრობილი. პარლამენტში შეჭრილმა შეიარაღებულმა ჯგუფმა სიცოცხლეს გამოასალმა რვა ადამიანი.
ქრისტიან–დემოკრატ ნიკა ლალიაშვილის ინიციატივის თანახმად, პანკისის ხეობა პოლიტიკოსებით, დიპლომატებითა და ჟურნალისტებით დაკომპლექტებულმა ჯგუფმა უნდა შეისწავლოს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში 2008 წლის 1 ივლისიდან 2009 წლის 30 ივნისამდე, რელიგიის თავისუფლების კუთხით, 198 ქვეყანაში არსებულ ვითარებას მოიცავს და მათ შორის ერთ-ერთი საქართველოცაა.
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის პარტიამ (“დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო”) საზოგადოებას ქვეყნის უსაფრთხოების კონცეფციის ძირითადი მიმართულებები გააცნო.
ლუქსემბურგში გაიმართა შეხვედრა სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებსა და ევროკავშირის “ტროიკას” შორის.
ქართული მხარე მომხდარს ”გატაცებად” აფასებს, მაშინ როცა რუსი ოკუპანტები და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება 16 ქართველს საზღვრის უკანონო გადალახვასა და ხე-ტყის უკანონო გაჩეხვაში ადანაშაულებს.
როგორც ირკვევა, ქვეყანა, რომელსაც, ეკონომიკის და ცხოვრების დონის მიხედვით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს, საკმაოდ ცივი კლიმატით გამოირჩევა. საუბარია ფინეთზე, რომელიც 2009 წლის კეთლიდღეობის ინდექსის სათავეში მოექცა.
უკვე მესამე კვირაა, რადიო თავისუფლების ვებსაიტზე განთავსებული ბლოგების კომენტატორები კენჭისყრით ირჩევენ სტუმარს, რომელიც მათ შეკითხვებს პირდაპირ ეთერში უპასუხებს. სტუმრისთვის დასასმელი კითხვები რეიტინგის სისტემით შეირჩევა. დღეს გადაცემის სტუმარია პარტია "თავისუფლების" ლიდერი კონსტანტინე გამსახურდია. სამშაბათ საღამოს კი ბატონი კონსტანტინე რადიო თავისუფლების ბლოგს ეწვევა და ინტერნეტის მეშვეობით გაესაუბრება მსურველებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსი ოკუპანტების მიერ ახალგორის რაიონში დაკავებული 16 ქართველის გათავისუფლების გზებს ეძებს. ქართული მხარე მომხდარს ”გატაცებად” აფასებს.
ჩამოტვირთე მეტი