ქუთაისში, „დიდების მემორიალის“ დემონტაჟის მიზნით აფეთქების შედეგად, ორი ადამიანი, დედა-შვილი გარდაიცვალა. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, ისინი მახლობლად ცხოვრობდნენ, აფეთქების დროს ქუჩაში იმყოფებოდნენ და ბეტონის ნამსხრევები მოხვდათ.
ცხინვალის ციხიდან გათავისუფლებულ 3 მოზარდს მშობლებმა და ნათესავებმა შიდა ქართლის სამხარეო პოლიციასთან ემოციური შეხვედრა მოუწყეს. ტირძნისელი მოზარდები ლევან ხმიადაშვილი და ვიქტორ ბუჩუკური 45 დღიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლდნენ
კლიმატის ცვლილებისადმი მიძღვნილმა სამიტმა კოპენჰაგენში მოახერხა მარცხისთვის თავის დაღწევა და ოფიციალურად მხოლოდ „ცნობად მიიღო“ გლობალური დათბობის დაძლევასთან ბრძოლის შესახებ შეთანხმება, მიუხედავად არაერთი ქვეყნის წინააღმდეგობისა.
შეერთებული შტატების პრეზიდნეტმა ბარაკ ობამამ მსოფლიოს უდიდეს განვითარებად ქვეყნებთან, ჩინეთთან, ინდოეთთან და სამხრეთ აფრიკასთან ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია კოპენჰაგენში, კლიმატთთან დაკავშირებულ გაეროს სამიტზე.
მიმდინარე წლის ბოლო პლენარულ სხდომაზე, 18 დეკემბერს, დეპუტატებმა ომბუდსმენ გიორგი ტუღუშის ანგარიშის მოკლე ანალიზი მოისმინეს. საუბარია სახალხო დამცველის საანგარიშო მოხსენებაზე ”საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ”.
1 იანვრიდან ყაზახეთი ჩაიბარებს ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მორიგე თავმჯდომარის თანამდებობას, თუმცა წინააღმდეგობა, რომელიც თავის დროზე ეუთოში ყაზახეთის შესაძლო ხელმძღვანელობას მოჰყვა, არსად გამქრალა. არჩევანს აკრიტიკებენ უფლებადაცვითი ორგანიზაციები.
კლიმატური ცვლილების საკითხზე კოპენჰაგენში მიმდინარე კონფერენციაზე წარმოადგინეს დასკვნითი დოკუმენტის ახალი პროექტი, რომლიდანაც ამოღებულია მითითება 2010 წლის მიწურულზე, როგორც ბოლო ვადაზე ისეთი ხელშეკრულების გასაფორმებლად, რომლის შესრულებაც სავალდებულო იქნება.
ყოველი წლის მიწურულს მსოფლიოს ახალი ამბების სამსახურები ადგენენ გასული წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენებისა და ტენდენციების სიებს. ამასთან დაკავშირებით რადიო თავისუფლების კორესპონდენტმა გრეგორი ფეიფერმა საკუთარი თვალსაზრისის გამოთქმა სთხოვა ამერიკაში გამომავალი ჟურნალის „ფორინ პოლისის“ აღმასრულებელ დირექტორს სიუზენ გლასერს.
დაპირებები ტირძნისელი მოზარდების გათავისუფლებასთან დაკავშირებით კვლავ დაპირებებად რჩება. ასევე ძალაში რჩება სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერის შემოთავაზება - გაცვლა ”ყველა ყველაზე”. საქართველოს პარლამენტში საერთაშორისო ორგანიზაციების რუსეთზე ზეწოლის გააქტიურებაზე საუბრობენ.
ბარაკ თქმით, აშშ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს და გააგრძელებს გლობალური დათბობის გამოწვევი გაზის ემისიის შეკვეცას იმისდა მიუხედავად, თუ რა მოხდება კოპენჰაგენში.
თომას ჰამარბერგის ვიზიტი ცხინვალში უშედეგოდ დასრულდა. ედუარდ კოკოითიმ მისთვის მიცემული პირობა დაარღვია, რომლის თანახმად ტირძნისელი მოზარდები 10 დღის ვადაში შეწყალების აქტით უნდა გამოეშვა. ეს ვადა 12 დეკემბერს ამოიწურა, მაგრამ მოზარდები ამ დრომდე ცხინვალის ციხეში რჩებიან.
ზამთრის კურორტ გუდაურში 17 დეკემბერს დასრულდა უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილი სამდღიანი სემინარი, რომელზეც საქართველოს სამხედრო უწყების ხელმძღვანელობამ ქართველ და უცხოელ ექსპერტებს წლის განმავლობაში ჩატარებული მუშაობის ერთგვარი ანგარიში ჩააბარა.
ჩამოტვირთე მეტი