9 აგვისტოს არჩევნების შედეგების გაუქმებისა და პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნებით დაწყებული აქციების მე-9 დღეს, ბელარუსის მოქმედი პრეზიდენტი, ალიაქსანდრ ლუკაშენკა, შეეცადა, პირადად შეხვედროდა რამდენიმე გაფიცული ქარხნის მუშებს და ზემოქმედება მოეხდინა მათზე.
გორის საკრებულოს წევრმა, მმართველი პარტიის წარმომადგენელმა იოსებ მუმლაძემ Facebook-ის პირად გვერდზე ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკას, მხარდამჭერი პოსტი გამოაქვეყნა, თუმცა მალევე წაშალა.
რას მოასწავებს ბელარუსში მიმდინარე პროცესები? რა შესაძლებლობები აქვთ ლუკაშენკასა და ოპოზიციას? რა როლი შეიძლება ითამაშოს დასავლეთმა შექმნილ ვითარებაში? რა იქნებოდა გამოსავალი ვითარებიდან? რა საფრთხეებს ქმნის რუსეთი? - უამრავი კითხვა ტრიალებს დღეს ბელარუსის პროცესების პერსპექტივაზე.
იაროსლავ რომანჩუკი, "მიზესის" სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის პრეზიდენტია. 14 აგვისტოს მან მონაწილეობა მიიღო „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ მიერ ორგანიზებულ ონლაინ-შეხვედრაში, სადაც ბელარუსში არსებულ ვითარებასა და გამოწვევებზე ილაპარაკა.
ბელარუსში მიმდინარე მასობრივი საპროტესტო აქციებისა და რამდენიმე საწარმოში დაწყებული გაფიცვების მიუხედავად, ქვეყნის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 9 აგვისტოს არჩევნების გამარჯვებულად გამოაცხადა მოქმედი პრეზიდენტი ალიაქსანდრ ლუკაშენკა, ევროპის უკანასკნელ დიქტატორად მონათლული პოლიტიკოსი.
ჩამოტვირთე მეტი