„ქართულმა ოცნებამ“ 27 ოქტომბერი ერთდღიანი შვებულების თარიღად გამოაცხადა და კოვიდპანდემიის მაღალი მაჩვენებლების მიუხედავად, ხალხს მთელი საქართველოს მასშტაბით თბილისში, თავისუფლების მოედანზე იხმობს.
ბოლო ექვს დღეში შინაგან საქმეთა სამინისტრო პროტესტის ნიშნად ოთხმა თანამშრომელმა დატოვა. ეს გადაწყვეტილება ოთხივემ ერთი მიზეზით ახსნა, უკვე ყოფილი სამართალდამცავები ყოფილი კოლეგების „უკანონო” დაკავებას აპროტესტებენ.
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ერთკვირიანი არასამუშაო დღეები გამოაცხადა.
"სანამ იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული ამ დასახლებულ პუნქტებზე, სულ საუბარია 116 სოფელზე, მიგვაჩნია, რომ უნდა გავრცელდეს „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონით დადგენილი შეღავათები", - აცხადებს უჩა ნანუაშვილი, "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" (DRI) დირექტორი.
ცესკოს წევრი, პარტია "მოქალაქეების" წარმომადგენელი ივანე ნორაკიძე ეხმაურება ინიციატივას, რომელიც აუდიოვიდეო ფიქსაციის შემაჯამებელი ოქმების შედგენის ჩათვლით გახანგრძლივებას ეხება - "რეალურად გუშინ დადგა ეს ინიციატივა და მხოლოდ გუშინდელი დღე გვქონდა ამაზე საფიქრად".
"წესი არის შესაცვლელი - ოქმის შევსების მომენტი უნდა ჩანდეს და ოქმს რომ აწერენ ხელს კომისიის წევრები, ესეც უნდა ჩანდეს. ოქმი სადღაც ივსება და ჩვენ ვერ ვხედავთ საერთოდ", - "აიფაქტის" დამფუძნებელი, ნინო ბაქრაძე თვლის, რომ ხმების დათვლის გადაღება უბნებზე ოქმების შევსების ჩათვლით უნდა ხდებოდეს.
საერთაშორისო საზოგადოება დაძაბული ყურადღებით აკვირდება, თუ რით დასრულდება ანკარასა და დასავლეთის რამდენიმე სახელმწიფოს შორის გასული კვირის ბოლოს განვითარებული მწვავე დიპლომატიური დაპირისპირება, რომელიც უპრეცედენტოა ნატოს წევრი ქვეყნების ურთიერთობაში.
„მას შემდეგ, რაც უარი თქვა, მხარი დაეჭირა გადატრიალებისთვის, პრემიერ-მინისტრი, აბდალა ჰამდოკი სამხედროთა ჯგუფმა დააპატიმრა და დაუდგენელი მიმართულებით წაიყვანა“, - ეს ცნობა გაავრცელა სუდანის მთავრობამ 25 ოქტომბერს.
მაია მწარიაშვილი, თვლის, რომ სახელმწიფომ უნდა უზურნველყოს მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე წარდგენა და აგრეთვე გაასაჯაროვოს მის საქმეებზე განაჩენები და ბრალდებები - "დახურული პროცესების მიმართ საზოგადოების ნდობა ნულოვანია". ასევე, უამრავ კითხვას ტოვებს ბრალდებულის დაუსწრებლად წარმართული პროცესები.
თიანეთის მერობის ოპოზიციონერი კანდიდატი, თამაზ მეჭიაური, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მოწოდებების საპასუხოდ, რადიო თავისუფლებასთან აცხადებს, რომ - არც ნიჭს უჩივის, არც ასაკს და არც მერობისთვის ბრძოლას გამოეთიშება.
ჩამოტვირთე მეტი