აფხაზი მღვდელმსახური, ბესარიონ აპლია „სასარგებლოს“ უწოდებს საქართველოს საპატრიარქოს შეთავაზებას, პრობლემური საკითხები განიხილონ, მაგრამ ყველაფერი მაინც რუსეთის ხელით გადასაწყვეტი ჰგონია.
"ჩვენ ამ საქმეს, ისევე, როგორც იანვრის გადაწყვეტილებას, ვუყურებთ სახელმწიფოებრივი გადმოსახედიდან და ეს იყო მთლიანად სახელმწიფოს გამარჯვება. მთავრობების დაყოფა არ იქნება აქ სწორი", - აცხადებს ბექა ძამაშვილი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ევროსასამართლოს 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებებზე.
"ჩავთვალეთ, რომ ჩვენი მონაწილეობა თანამდებობების განაწილების პროცესში არ იყო აუცილებელი და ჩვენ ვიქნებოდით ველზე, ფრონტის წინა ხაზზე, მივეხმარებოდით სწორი შედეგის დადგენაში კომისიებით და ჩვენი აქტივისტები იქნებოდნენ ჩართულები ოპოზიციონერი კანდიდატების კამპანიაში", - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.
"თუ პატარა პარტიებს სურთ, ეს ამომრჩეველი მოიყვანონ არჩევნებზე, უნდა წამოწიონ ახალი საკითხები", - ამბობს თეონა ზურაბაშვილი, "საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" უმცროსი ანალიტიკოსი: "რადგან არ გამოდიან, შეიძლება ჩაითვალოს, რომ ისინი პოლარიზაციის დღის წესრიგის მიღმა არიან. აშკარად სხვა ინტერესები აქვთ".
ათი წლის წინ, 2011 წლის 20 ოქტომბერს, ლიბიაში, მის მშობლიურ ქალაქ სირტთან გზაზე, მეამბოხეებმა მოკლეს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და კოლორიტული დიქტატორი, მუამარ კადაფი.
"ამომრჩეველი იმაზე მეტს ფიქრობს და იმაზე მეტ ანალიზს აკეთებს, ვიდრე ეს პოლიტიკური პარტიების ლიდერებს წარმოუდგენიათ", - აცხადებს ვასილ ურუშაძე, ნიკა მელიას მიერ დასახელებული კოალიციური კაბინეტის წევრობის (ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის პოსტზე) კანდიდატი.
19 ოქტომბერს თეოლოგი გოჩა ბარნოვი და ფილოლოგიის დოქტორი თამარ მესხი კონსტანტინოპოლის და მსოფლიო პატრიარქს, ბართლომე I-ს სტამბოლში შეხვდნენ. შეხვედრა, როგორც გოჩა ბარნოვი ამბობს, სულ რამდენიმე წუთს გაგრძელდა.
არჩევნების მეორე ტურის წინ, დედაქალაქში კოალიციური მთავრობის შეთავაზებით, ნიკა მელიამ თბილისელებს უთხრა, რომ - 30 ოქტომბერს, საარჩევნო ბიულეტენში 5-იანის შემოხაზვით, ისინი ხმას აძლევენ არა მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“, არამედ - ერთბაშად 6 პარტიის კოალიციურ მმართველობას.
ბრიუსელში ხუთშაბათს დაიწყო ნატოს თავდაცვის მინისტრების ორდღიანი შეხვედრა, რომელზეც ალიანსის წევრ სახელმწიფოთა მინისტრებს, სხვა საკითხებთან ერთად, განზრახული აქვთ რუსეთისგან მომდინარე ნებისმიერი პოტენციური საფრთხისგან მოკავშირეების თავდაცვის ე.წ. მთავარი გეგმის განხილვა.
"ჩვენი მონაწილეობა ამას ემსახურებოდა - ხაზი გავუსვით, რომ კვლავ ერთიანნი ვართ მეორე ტურების წინ, რომ ყველა ხმა უნდა გაერთიანდეს ბიძინა ივანიშვილის დასამარცხებლად და ცვლილებებისთვის საფუძვლის შესაქმნელად", - აცხადებს აკაკი ბობოხიძე, "ევროპული საქართველოს" გენერალური მდივანი 20 ოქტომბრის წარდგენაზე.
"ეს ფაქტობრივად არის განაცხადი, რომ საზოგადოებრივი ერთობა უფრო მთავარია, ვიდრე სხვა რამ და საზოგადოებაც მზად არის სიახლისთვის და ჩვენ წარმოვადგენთ ამ საზოგადოებას", - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრმა, ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა, თბილისის კოალიციური მთავრობის წევრობის კანდიდატმა.
ჩამოტვირთე მეტი