ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეში შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს, სისხლის ქრონიკული დაავადების ფონზე და ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრად დამძიმების რისკის მიუხედავად.
მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას ყურადღებით ადევნებენ თვალს ოკუპირებულ ცხინვალში. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაში ადანაშაულებს.
კახეთის საოლქო საარჩევნო კომისიებმა იმ უბნების შედეგები გადათვალეს, სადაც 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევების დღეს დიდი რაოდენობით ბათილი ბიულეტენები დარჩა.
2 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ხმის დათვლის და შეჯამების პროცესის შესახებ საერთო ჯამში დაიწერა 1 702 საჩივარი, მათგან 825 შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობას და უბნების ხელახლა გადათვლას ითხოვს. გადათვლის მოთხოვნას საარჩევნო კომისიები რთულად და იშვიათად აკმაყოფილებენ.
მიხეილ სააკაშვილისა და მის საქმეზე დაკავებული ელგუჯა ცომაიას ადვოკატი, ბექა ბასილაია ირწმუნება, რომ პირველ ოქტომბრამდე, ანუ ფეისბუკზე სააკაშვილის ვიდეოების გავრცელებამდე, გამოძიებამ არაფერი იცოდა საქართველოს მესამე პრეზიდენტის საქართველოში შემოსვლისა და მისი გადაადგილების მარშრუტის შესახებ.
მშვიდობის დარგში 2021 წლის ნობელის პრემია მიენიჭათ რუსეთის დამოუკიდებელი გაზეთის, „ნოვაია გაზეტას“ მთავარ რედაქტორს, დმიტრი მურატოვს და ფილიპინელ-ამერიკელ ჟურნალისტს, მარია რესას „მათი ძალისხმევისთვის სიტყვის თავისუფლების დაცვაში“.
ლაგოდეხის ოცდათვრამეტივე საარჩევნო უბანზე, 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 3996 ბათილი ბიულეტენია, - აზუსტებს რადიო თავისუფლებასთან არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნანა დევიძე.
გახარიას პარტიის მანდატებს "ოქროს ფასი" დაედო იმ საკრებულოების შემთხვევაში, სადაც უმრავლესობის შექმნის საკითხი სათუოა. 2 ოქტომბრის არჩევნების პირველ ტურში პარტიამ "საქართველოსთვის" მესამე საუკეთესო შედეგი აჩვენა და 100-ზე მეტი მანდატი მიიღო.
"პირველი, რასაც ვამოწმებთ შემაჯამებელ ოქმებში, არის ბალანსი", - ეუბნება რადიო თავისუფლებას ნონა ქურდოვანიძე, რომელიც აღწერს ბიულეტენების მეტობის ან ნაკლებობის, აგრეთვე ოქმების ჩასწორების ისეთ შემთხვევებს, როცა შემაჯამებელ ოქმს შესწორების ოქმი არ ახლავს, რაც კანონდარღვევაა.
"დღეს თუ ხვალ „ქართული ოცნება“ აუცილებლად დამარცხდება და ეს თვითონაც იციან, მაგრამ ქართველ ამომრჩეველს არ სურს ამის შემდეგ ხელახლა მივიღოთ პოლარიზების ის დონე, როგორიც ახლაა. ამომრჩეველს არ სურს, "ქართული ოცნების" დამარცხების შემდეგ, ხელახლა მივიღოთ ერთპარტიული სისტემა", - ამბობს კორნელი კაკაჩია.
"ჩვენ ვაძლევთ პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულების პრაქტიკულ მექანიზმს ერთ მსხვილ მოთამაშესაც და მეორესაც", - ასე განმარტავს გიორგი გახარიას ინიციატივას კახაბერ ქემოკლიძე, პარტიის "საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი და თვლის, რომ მისმა პარტიამ ამ შეთავაზებით "სახელმწიფოებრივი პოზცია" დაიკავა.
ჩამოტვირთე მეტი