"ამომრჩეველი იმაზე მეტს ფიქრობს და იმაზე მეტ ანალიზს აკეთებს, ვიდრე ეს პოლიტიკური პარტიების ლიდერებს წარმოუდგენიათ", - აცხადებს ვასილ ურუშაძე, ნიკა მელიას მიერ დასახელებული კოალიციური კაბინეტის წევრობის (ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის პოსტზე) კანდიდატი.
19 ოქტომბერს თეოლოგი გოჩა ბარნოვი და ფილოლოგიის დოქტორი თამარ მესხი კონსტანტინოპოლის და მსოფლიო პატრიარქს, ბართლომე I-ს სტამბოლში შეხვდნენ. შეხვედრა, როგორც გოჩა ბარნოვი ამბობს, სულ რამდენიმე წუთს გაგრძელდა.
არჩევნების მეორე ტურის წინ, დედაქალაქში კოალიციური მთავრობის შეთავაზებით, ნიკა მელიამ თბილისელებს უთხრა, რომ - 30 ოქტომბერს, საარჩევნო ბიულეტენში 5-იანის შემოხაზვით, ისინი ხმას აძლევენ არა მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“, არამედ - ერთბაშად 6 პარტიის კოალიციურ მმართველობას.
ბრიუსელში ხუთშაბათს დაიწყო ნატოს თავდაცვის მინისტრების ორდღიანი შეხვედრა, რომელზეც ალიანსის წევრ სახელმწიფოთა მინისტრებს, სხვა საკითხებთან ერთად, განზრახული აქვთ რუსეთისგან მომდინარე ნებისმიერი პოტენციური საფრთხისგან მოკავშირეების თავდაცვის ე.წ. მთავარი გეგმის განხილვა.
"ჩვენი მონაწილეობა ამას ემსახურებოდა - ხაზი გავუსვით, რომ კვლავ ერთიანნი ვართ მეორე ტურების წინ, რომ ყველა ხმა უნდა გაერთიანდეს ბიძინა ივანიშვილის დასამარცხებლად და ცვლილებებისთვის საფუძვლის შესაქმნელად", - აცხადებს აკაკი ბობოხიძე, "ევროპული საქართველოს" გენერალური მდივანი 20 ოქტომბრის წარდგენაზე.
"ეს ფაქტობრივად არის განაცხადი, რომ საზოგადოებრივი ერთობა უფრო მთავარია, ვიდრე სხვა რამ და საზოგადოებაც მზად არის სიახლისთვის და ჩვენ წარმოვადგენთ ამ საზოგადოებას", - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრმა, ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა, თბილისის კოალიციური მთავრობის წევრობის კანდიდატმა.
"საფრთხე და რისკები იმდენად მაღალია, რომ შეგვიძლია დროებით გვერდზე გადავდოთ იდეოლოგიური განსხვავებებიც კი, რომლებიც არის, ბუნებრივია, ამ პოლიტიკურ პარტიებს შორის და დავდგეთ ერთად", - აცხადებს "დროა"-ს წევრი, გიგა ლემონჯავა, რომელიც თბილისის კოალიციური მთავრობის წევრობის კანდიდატად დასახელდა.
"დამოუკიდებლობას შევინარჩუნებთ, რადგან გვინდა გავარღვიოთ ის უბედურება, რაც არის ორპოლუსიანობა და შეურაცხყოფა და ღვარძლი, რომელიც მოედინება. ვართ ორიენტირებული საკითხებზე და მივდივართ დამოუკიდებლად", - აცხადებს ანა დოლიძე, პარტიის "ხალხისთვის" თავმჯდომარე.
"მაგალითად, განუხილველად დატოვეს საჩივარი, რომელიც ეხებოდა ჩვენი დამკვირვებლის უფლების შეზღუდვას და ოლქმა იმიტომ არ განიხილა, რომ ჯერ უბანზე უნდა შეგეტანათო. საჩივრის არსი ის იყო, რომ უბანზე არ უშვებდნენ ჩვენს დამკვირვებელს და როგორ შეიტანდა საჩივარს?", - ამბობს ნინო დოლიძე, ISFED-ის ხელმძღვანელი.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ანდრიუს კუბილიუსი ხაზს უსვამს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას ევროკავშირის აქციისა ამ ქვეყნებში", - კახა გოგოლაშვილი, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი ეხმაურება ევროპარლამენტარის იდეას "ასოცირების ტრიოს" ინტეგრაციის ხელშეწყობაზე.
"აშშ-ს თვდაცვის მდივანმა ძალიან მკაფიო პოზიციონირება მოახდინა 3+3 ფორმატის მიმართ. დარწმუნებული ვარ, ამაზე იქნებოდა საუბარი პირისპირ შეხვედრებზე", - ამბობს ალექსი პეტრიაშვილი, "რონდელის მსოფლიო რადარის" ავტორი და ასევე მიმოიხილავს ნატო-რუსეთის განხეთქილებისა და ჩინეთის მიერ რაკეტის გამოცდის თემებს.
ჩამოტვირთე მეტი