უკრაინაში შეჭრის პუტინისეულ თავდაპირველ მიზნებში თანდათან ცვლილებები შედის, „ბლიცკრიგის“ ჩავარდნისა და ომის გაჭიანურების ფონზე. თანდათან უკანა პლანზე გადაიწია „დენაციფიკაციის“ მიზანმა, რამაც ბევრის უკმაყოფილება გამოიწვია, მათ შორის - რუსეთის დუმაშიც.