24 მარტს, ბრიუსელში, ნატოს ლიდერების საგანგებო სამიტზე, რომელიც კიევისთვის პრაქტიკული მხარდაჭერის ახალი გზების გამონახვას ისახავს მიზნად, სავარაუდოდ, იმსჯელებენ პოლონეთის ინიციატივაზეც - ნატოს სამშვიდობო კონტინგენტი უკრაინაში, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად შევიდეს.
24 მარტს სრულდება 30 წელი საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებიდან. ეს თარიღი აღინიშნება ისეთი გამოწვევების ფონზე, რომელთა წარმოდგენა მაშინ, 1990-იანების დასაწყისში შეუძლებელი იყო. კელი დეგნანი, აშშ-ის ელჩი საქართველოში რთე/რთ-ს კითხვებს პასუხობს:
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებიდან ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მოხსნილი კანდიდატები ერთიანდებიან და არსებული დე ფაქტო ხელისუფლების წინააღმდეგ აქტიურ ქმედებებზე გადადიან.
უკრაინაში რუსეთის არმიის აშკარა წარუმატებლობისა და წაგებიანი საბრძოლო პოზიციების ფონზე, საერთაშორისო თანამეგობრობა შიშობს, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ყველაფერზეა წამსვლელი. ყველაფერში მასობრივი განადგურების იარაღსაც გულისხმობენ.
ინგუში ოპოზიციონერი აქტივისტი, „ევროპის ინგუშთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი იბრაჰიმ ლიანოვი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში საუბრობს უკრაინის ომში, რუსეთის მხარეს ინგუში ხალხის მონაწილეობაზე.
დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. უმაღლესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებიდან მოხსნილი კანდიდატების საჩივრები ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ.
ჩამოტვირთე მეტი