ისევ საიდუმლოდ რჩება, "რას, როდის და როგორ" მიაწვდის უკრაინას, მაგრამ 24 მარტს გამართული საგანგებო სამიტის შემდეგ, ნატო აცხადებს, რომ, რუსეთთან ომში ეფექტიანი თავდაცვისთვის, უკრაინა მოკავშირეებისგან დამატებით შეიარაღებას მიიღებს.
უკრაინა აცხადებს, რომ გაანადგურა რუსული დიდი სადესანტო გემი „ორსკი“. „Крым.Реалии“ ჰყვება, რა არის ცნობილი ამ გემის შესახებ და რა იმედებს ამყარებდა მასზე რუსეთი.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ „არამეგობრული ქვეყნების“ სიაში შემავალ სახელმწიფოებს გაზის საფასურის გადახდა რუბლებით დაუწესდებოდა. ეს მოთხოვნა ახალ წინაღობებს შეუქმნის ევროპულ კომპანიებს, რომლებიც გაზს რუსეთიდან ყიდულობენ.
კულტურის სამინისტრომ საშიშად მიიჩნია ეროვნული მუზეუმის სხდომის ოქმების გასაჯაროება და დასაჯა თანამშრომლები, რომლებიც პასუხს აგებენ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე. თავად სამინისტრომ ინფორმაციის გაცემა და მედიის კითხვებზე პასუხის გაცემა ფაქტობრივად შეაჩერა მას შემდეგ, რაც მინისტრი თეა წულუკიანი გახდა.
66 წლის ანატოლი ჩუბაისი, რუსეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი და პრეზიდენტ პუტინის წარმომადგენელი მდგრადი განვითარებისა და კლიმატის ცვლილებების საკითხებში, პირველი მაღალი რანგის რუსი ოფიციალური პირი გახდა, რომელმაც უკრაინაში ინტერვენციის გამო პროტესტის ნიშნად კრემლთან კავშირი გაწყვიტა.
24 მარტს, ბრიუსელში, ნატოს ლიდერების საგანგებო სამიტზე, რომელიც კიევისთვის პრაქტიკული მხარდაჭერის ახალი გზების გამონახვას ისახავს მიზნად, სავარაუდოდ, იმსჯელებენ პოლონეთის ინიციატივაზეც - ნატოს სამშვიდობო კონტინგენტი უკრაინაში, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად შევიდეს.
24 მარტს სრულდება 30 წელი საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებიდან. ეს თარიღი აღინიშნება ისეთი გამოწვევების ფონზე, რომელთა წარმოდგენა მაშინ, 1990-იანების დასაწყისში შეუძლებელი იყო. კელი დეგნანი, აშშ-ის ელჩი საქართველოში რთე/რთ-ს კითხვებს პასუხობს:
ჩამოტვირთე მეტი