ვიდრე მოლაპარაკებების მაგიდასთან უკრაინა და რუსეთი რაიმე ტიპის ზავზე შეთანხმებას მოახერხებენ, მოსკოვი ბრძოლის ველზე უპირატესობის მოპოვებას ცდილობს.
მარიუპოლი რუსეთისთვისაც და უკრაინისთვისაც სტრატეგიული ქალაქია, ამიტომ იბრძვის მისთვის ორივე მხარე ბოლომდე. ამასობაში მარიუპოლში შენობების 90 პროცენტი განადგურდა.
„ჩვენ არ გვაქვს კავშირი, არ გვაქვს რაცია, არაფერი არ გვაქვს“, - ჰყვება სამხედრო მოქმედებების დროს ტყვედ ჩავარდნილი რუსი ჯარისკაცი, რუსეთთან ომის განმავლობაში უკრაინის მხარის მიერ გავრცელებულ მრავალთაგან ერთ-ერთ ვიდეოში.
რუსულ სამხედრო ტექნიკაზე გამოსახულმა ლათინურმა ასოებმა Z-მა და V-მ უკრაინაში შეჭრის პირველივე დღეებიდანვე მიიქცია მსოფლიოს ყურადღება. რუსული პროპაგანდის ძალისხმევით ეს ასოები, განსაკუთრებით Z, მალე იქცა ამ ომის ოფიციალურ სიმბოლოებად.
რატომ არ ჩქარობენ ირანი, საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაგმობას.
რუსეთში „საზოგადოების თვითწმენდაა“ გამოაცხადებული. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის ხელისუფლებამ კანონები იმგვარად შეცვალა, რომ ახლა ყველა დამნაშავეა, ვინც - ზუსტად ისე არ იფიქრებს და ილაპარაკებს, როგორც ამას სამხედრო ცენზურა განსაზღვრავს.
უკრაინის ხელისუფლებამ შესაძლოა ამიერიდან აღარ მიმართოს დასავლელ პარტნიორებს მოწოდებით - „ჩაკეტეთ ცა რუსული თვითმფრინავებისთვის!“. კიევი დარწმუნებულია, რომ ცის ჩაკეტვას მალე თავად მოახერხებს და ქვეყნის ტერიტორიაზე შეჭრილ რუსეთის არმიას უკრაინის მიწაზეც გაანადგურებს და ცაშიც.
ჩამოტვირთე მეტი