რამის გაკეთებას თუ აპირებ, ჯერ სხვას დააბრალე - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ვიქტორია ნულანდის თქმით, ასეთია კრემლის ტაქტიკა. ამიტომაც რუსეთის ბრალდებები, თითქოს ამერიკელები უკრაინაში ბიოლოგიურ იარაღზე მუშაობდნენ, დასავლეთს ძალიან აშინებს.
მმართველი პარტია ამბობს, რომ მთავრობა საქართველოს პრეზიდენტს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის. "ქართული ოცნება" მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილმა თავისი საერთაშორისო ვიზიტების დროს, თებერვლის ბოლოს ქვეყნის კონსტიტუცია დაარღვია.
ციმბირი მეორე კვირაა უკრაინაში დაღუპული რუსი ჯარისკაცების კუბოებს იღებს. რადო თავისუფლების რუსულმა რედაქციამ მოახერხა ჩაეწერა ინტერვიუ უკრაინაში მოკლულ რუსეთის ფედერაციის არმიის 21 წლის კონტრაქტორის, ილია ვასილენკოს დასთან.
რუსეთის პრეზიდენტს, რომლის დაწყებულ ომს უკრაინაში უკვე ათობით ბავშვი და ორსული ქალებიც შეეწირა, თითქმის ერთხმად უჭერენ მხარს რუსი სასულიერო პირები - ზოგი განცხადებებით და ზოგიც დუმილით. ისინი დიდი რუსული იმპერიის ხელახალ დაბადებაზე ოცნებობენ. ვინც ასე არ ფიქრობს, ასამართლებენ.
10 მარტი, რუსეთის უკრაინაში სამხედრო შეჭრის მე-16 დღე. იუსტიციის სახლის დარბაზი ხალხითაა სავსე, უცხო ქვეყნის ბევრ სხვა მოქალაქეს შორის თვალით სლავური გარეგნობის ადამიანებს ვეძებ, სოციალურ ქსელებში წერდნენ, რომ იუსტიციის სახლში "რუსების რიგები დგას", ვერ ვიტყვი, რომ ბევრნი არიან.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, ოპოზიცია დე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის არჩევნებიდან მოხსნას მოითხოვს. მათი თქმით, ბიბილოვმა საარჩევნო კანონმდებლობა დაარღვია და წინასაარჩევნო კამპანია იმაზე ადრე დაიწყო, ვიდრე ეს კანონით არის გათვალისწინებული.
თუკი რუსეთი გამოიყენებს ქიმიურ იარაღს უკრაინაში, შეიცვლება თამაშის წესები და ნატომ უნდა გადახედოს თავის პოზიციას უკრაინის კონფლიქტში ჩაურევლობის შესახებ - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჟეი დუდამ BBC-თვის მიცემულ ინტერვიუში.
ჩამოტვირთე მეტი