რუსულ სამხედრო ტექნიკაზე გამოსახულმა ლათინურმა ასოებმა Z-მა და V-მ უკრაინაში შეჭრის პირველივე დღეებიდანვე მიიქცია მსოფლიოს ყურადღება. რუსული პროპაგანდის ძალისხმევით ეს ასოები, განსაკუთრებით Z, მალე იქცა ამ ომის ოფიციალურ სიმბოლოებად.
რატომ არ ჩქარობენ ირანი, საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაგმობას.
რუსეთში „საზოგადოების თვითწმენდაა“ გამოაცხადებული. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის ხელისუფლებამ კანონები იმგვარად შეცვალა, რომ ახლა ყველა დამნაშავეა, ვინც - ზუსტად ისე არ იფიქრებს და ილაპარაკებს, როგორც ამას სამხედრო ცენზურა განსაზღვრავს.
უკრაინის ხელისუფლებამ შესაძლოა ამიერიდან აღარ მიმართოს დასავლელ პარტნიორებს მოწოდებით - „ჩაკეტეთ ცა რუსული თვითმფრინავებისთვის!“. კიევი დარწმუნებულია, რომ ცის ჩაკეტვას მალე თავად მოახერხებს და ქვეყნის ტერიტორიაზე შეჭრილ რუსეთის არმიას უკრაინის მიწაზეც გაანადგურებს და ცაშიც.
კრემლი მკაცრად აკონტროლებს, რას იგებენ და რას ამბობენ რუსები უკრაინაში მიმდინარე ომზე. დისიდენტები შიშობენ, რომ პუტინი სიტყვის თავისუფლებას კიდევ უფრო მოუჭერს და ინტერნეტს გათიშავს. ექსპერტები ფიქრობენ, რომ ამას არ იზამს.
კრედიტუნარიანობის შეფასების სააგენტოს განცხადებით, რუსეთი საგარეო სასესხო ვალდებულებების შეუსრულებლობასთან, დეფოლტთან, ძალიან ახლოსაა, რაც განპირობებულია უკრაინაში შეჭრით.
ჯერ მხოლოდ თეორიულია მსჯელობა იმის შესახებ, რომ შესაძლოა უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნას. მაგრამ, ასეც რომ მოხდეს, ექსპერტები ვერ ხედავენ საფუძველს კრემლისტური ძალების ოპტიმიზმისთვის - რომ უკრაინა რუსეთის პირისპირ დაუცველი აღმოჩნდება.
დაჭრილი რუსი სამხედრო მოსამსახურეები ბელარუსის ქალაქ გომელის რაიონის საავადმყოფოებში მკურნალობას განაგრძობენ. ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, ისინი როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო ტრანსპორტით უკრაინიდან ჯერ ქალაქ ნაროვლიაში ჩაჰყავთ. ხოლო იქიდან მოზირსა და გომელში საავადმყოფოებში ანაწილებენ.
ჩამოტვირთე მეტი