საერთაშორისო პარტნიორებთან „ქართული ოცნების“ დაპირისპირება ახალ სიმწვავეს მაშინ იძენს, როცა საქართველო ათეულობით წლის განმავლობაში ნანატრ გადაწყვეტილებას ელოდება - 7 ივნისს ევროკომისიამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე თავისი დასკვნა უნდა წარმოადგინოს.
„საქართველო ევროპისკენ“ - ასეთია წელს დამოუკიდებლობის დღის კონცეფცია. პრემიერ-მინისტრის 4 მაისს გამოცემული განკარგულებით, საზეიმო ღონისძიებები - კონცერტები, გამოფენები და ბაზრობები, 26 მაისს, 15 ქალაქში გაიმართება. თბილისში ამას ჯარისკაცების ფიცის დადების ტრადიციული ცერემონია დაემატება.
„საუბარი შეუძლია, სიარული უჭირს, საჭმელს ვერ ჭამს“, - ამბობს მიხეილ სააკაშვილზე მისი ადვოკატი, რომელმაც ყოფილი პრეზიდენტი დღეს კლინიკაში მოინახულა.
19 მაისს თბილისში ხელისუფლების, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველმა დერეკ შოლემ. გამგზავრებამდე მან რადიო თავისუფლებას გაუზიარა მოსაზრებები საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე:
17 მაისიდან ქვემო ქართლის ტელევიზია TV4 რადიკალური ჯგუფის მომზადებულ ახალ ამბებს გადასცემს. ეთნიკურად აზერბაიჯანელებით დასახლებულ რეგიონში მაუწყებელ არხზე "ალტ-ინფოს" საინფორმაციო გამოშვებებისა და "დღის კომენტარის" ტრანსლირება დაიწყო.
უკრაინის ხელისუფლება იმედს არ კარგავს, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ახერხებს „აზოვსტალიდან“ გამოსული მებრძოლების დაბრუნებას. „წითელი ჯვარი“ რუსეთის ხელში ჩავარდნილ „აზოველებს“ სამხედრო ტყვეებს უწოდებს. მოსკოვი უკრაინელი მებრძოლების ტერორისტებად გამოცხადებას აპირებს და სიკვდილით დასჯაზე იწყებს ლაპარაკს.
რუსეთის მიერ ფოლადის ქარხანა გიგანტის დაკავება საპორტო ქალაქ მარიუპოლში, სადაც, გამომფიტავი ალყის შემდეგ, ასობით ჯარისკაცმა დაასრულა ბრძოლა, კრემლისთის უკრაინაში ომის ამ ეტაპზე, სიმბოლური გამარჯვება უფრო იქნება, ვიდრე მნიშვნელოვანი სამხედრო გარღვევა, აღნიშნეს ანალიტიკოსებმა.
ევროკავშირის წევრობის კანდიდატობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მოლოდინში ბრიუსელში საქართველოს, მოლდოვისგან განსხვავებით, რეფორმების საკვანძო მნიშვნელობას შეახსენებენ. 17-18 მაისს ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში შეხვედრებს მართავდა პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი.
ჩამოტვირთე მეტი