„აზოვსტალიდან“ უკრაინელი მებრძოლების, მათ შორის - დაჭრილების, გამოყვანა 16 მაისს მოულოდნელად დაიწყო და 17 მაისსაც გაგრძელდა. რა შეთანხმების საფუძველზე მიმდინარეობს ევაკუაცია და რა ბედი ეწევათ მათ? ურთიერთგამომრიცხავი განცხადებების ფონზე ბევრ მნიშვნელოვან შეკითხვაზე პასუხი ბუნდოვანია.
„წაართვით ბიბილოვს კალამი“ - ეს ფრაზა სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა ცხინვალელმა კომენტატორმა თემურ კოკოითიმ დაწერა და ასე გამოეხმაურა დე ფაქტო მოქმედი პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის მიერ რუსეთთან შეერთების საკითხზე ე.წ. რეფერენდუმის თარიღის დანიშვნას.
დღეს, 16 მაისს, „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას მოსამართლემ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
ნატოს გაფართოების წინააღმდეგ მიმართული ულტიმატუმების შემდეგ, უკრაინაში დაწყებული ომით, რუსეთმა ისევ ნატოს გაფართოება დააჩქარა. ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივას ნატო „ისტორიულს“ უწოდებს და გრძელდება მოლაპარაკებები თურქეთთან.
ოდესის ოლქის კუნძულ ზმეინიზე (გველის კუნძული) ფეხის მოკიდება რუსეთის არმიის ერთ-ერთ უმთავრეს მიზნად იქცა. უკრაინა 17 ჰექტარი მიწის დათმობას არ აპირებს და მის დასაბრუნებლად იბრძვის. 12 მაისს თანამგზავრიდან გადაღებულმა ფოტოებმა დაადასტურა კიდეც რუსეთის გარკვეული დანაკარგები.
ჩამოტვირთე მეტი