17 მაისიდან ქვემო ქართლის ტელევიზია TV4 რადიკალური ჯგუფის მომზადებულ ახალ ამბებს გადასცემს. ეთნიკურად აზერბაიჯანელებით დასახლებულ რეგიონში მაუწყებელ არხზე "ალტ-ინფოს" საინფორმაციო გამოშვებებისა და "დღის კომენტარის" ტრანსლირება დაიწყო.
უკრაინის ხელისუფლება იმედს არ კარგავს, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ახერხებს „აზოვსტალიდან“ გამოსული მებრძოლების დაბრუნებას. „წითელი ჯვარი“ რუსეთის ხელში ჩავარდნილ „აზოველებს“ სამხედრო ტყვეებს უწოდებს. მოსკოვი უკრაინელი მებრძოლების ტერორისტებად გამოცხადებას აპირებს და სიკვდილით დასჯაზე იწყებს ლაპარაკს.
რუსეთის მიერ ფოლადის ქარხანა გიგანტის დაკავება საპორტო ქალაქ მარიუპოლში, სადაც, გამომფიტავი ალყის შემდეგ, ასობით ჯარისკაცმა დაასრულა ბრძოლა, კრემლისთის უკრაინაში ომის ამ ეტაპზე, სიმბოლური გამარჯვება უფრო იქნება, ვიდრე მნიშვნელოვანი სამხედრო გარღვევა, აღნიშნეს ანალიტიკოსებმა.
ევროკავშირის წევრობის კანდიდატობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მოლოდინში ბრიუსელში საქართველოს, მოლდოვისგან განსხვავებით, რეფორმების საკვანძო მნიშვნელობას შეახსენებენ. 17-18 მაისს ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში შეხვედრებს მართავდა პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოანმა განაცხადა, რომ თურქეთი მხარს ვერ დაუჭერს ფინეთისა და შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას, რადგან ისინი თითქოს მხარს უჭერენ ქურთ მებრძოლებს და სხვა ჯგუფებს, რომლებიც, ანკარის თქმით, მათ ეროვნულ უსაფრთხოებას ემუქრებიან.
უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-ი (HRW) 18 მაისს გამოქვეყნებულ ანგარიშში აცხადებს, რომ შეაგროვა რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულის მტკიცებულებები კიევისა და ჩერნიგოვის ოლქებში.
ჩამოტვირთე მეტი