ანა კოსვინცევა ვებდიზაინერია სამხრეთ რუსეთში, ქალაქ ასტრახანში. ბოლო რამდენიმე წელია, ძირითადად, სახლიდან მუშაობს. ამბობს, რომ თავისი სექსუალური ორიენტაციის გამო, არაერთი "უსიამოვნო შეხვედრა" ჰქონია და ურჩევნია, რაც შეიძლება იშვიათად გავიდეს საზოგადოებაში.