რუსი ბლოგერის, მაქსიმ კაცის იუტუბარხი ინფორმაციის ალტერნატიული წყაროა მათთვის, ვისაც არ სჯერა კრემლის პროპაგანდის. ყოველდღე, თითქმის მილიონ-ნახევარ გამომწერს ის უყვება უკრაინაში მიმდინარე ომსა და სახელმწიფო მედიის ტყუილებზე.
ოკუპირებული ახალგორის მცხოვრებლები ჩაკეტილი გზის გასახსნელად ემზადებიან. დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ე.წ. გამშვები პუნქტები 20 აგვისტოდან ათი დღით გაიხსნება და ადგილობრივი მცხოვრებლები, როგორც თბილისისკენ, ისე ოკუპირებული დაბისკენ გადაადგილებას უპრობლემოდ შეძლებენ.
ლარი ისევ გამყარდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 18 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ღირებულება 2.8019-დან 2.7891 ლარამდე შემცირდა. მანამდე, რამდენიმე დღის განმავლობაში, ლარი სწრაფად უფასურდებოდა და ეროვნულმა ბანკმა, 17 აგვისტოს, აუქციონზე გასაყიდად 20 მილიონი დოლარი გაიტანა.
New York Times-მა გამოაქვეყნა ინტერვიუ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მებრძოლ ერთ-ერთ უკრაინელ პარტიზანთან, რომელიც ჰყვება, თუ როგორ აფეთქებენ სარკინიგზო ხაზებს და თავს ესხმიან საოკუპაციო ადმინისტრაციის ოფიციალურ პირებს.
80 წლის წინ, 1942 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ დახვრიტა 17 ახალგაზრდა, რომლებსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. ახალგაზრდები ანტისაბჭოთა შეთქმულების მონაწილეები იყვნენ. მათ საქართველოს მფარველად გერმანია ესახებოდათ.
ყოფილი სამხედრო მოსამსახურე, ლევან მაჩაბელი ოკუპირებული ცხინვალის ციხიდან 17 აგვისტოს გაათავისუფლეს. ერგნეთის საგუშაგოსთან მას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი ანთაძე დახვდა.
„საქართველო ნაბიჯ-ნაბიჯ აუარესებს ურთიერთობებს ევროკავშირთან, აშშ-სთან“, „საქართველოს ხელისუფლებამ მიაგნო გზას, აწარმოოს ანტიდასავლური პროპაგანდა, თან ფორმალურად დისტანცირებული იყოს მისგან“ - ცნობილი უკრაინული გამოცემა „ევროპეისკაია პრავდა“ ანტიდასავლურ განწყობებსა და საქართველოს უკუსვლაზე წერს.
2 თვის წინ, 17 ივნისს, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად ევროკომისიამ საქართველოს 12 პირობის შესრულების რეკომენდაცია მისცა. ევროპის საბჭომ 23 ივნისს გადაწყვიტა, რომ სტატუსის საკითხს წლის ბოლოს, პირობების შესრულების შემოწმების შემდეგ დაუბრუნდებოდა.
აგვისტოს დასაწყისიდან მოყოლებული ოკუპირებულ ყირიმში, რომელსაც რუსეთის პროპაგანდა მის გარშემო არსებული მძლავრი თავდაცვითი სისტემის გამო „ჩაუძირავ ავიამზიდს“ უწოდებდა, აფეთქება-აფეთქებაზე ხდება.
ჩამოტვირთე მეტი