ევროკომისიის ანგარიში, დოკუმენტი რომელიც „რადიო თავისუფლებამ“ ექსკლუზიურად მოიპოვა, ევროკავშირში გასაწევრიანებლად საქართველოსა და უკრაინის საკანონმდებლო ბაზის მზაობას, მოლდოვასთან შედარებით, დადებითად აფასებს. ამავე დროს, მიუთითებს, რომ სამივე ქვეყანას, მიზნის მისაღწევად, წინ ბევრი სამუშაო აქვს.
"უკრაინაში მებრძოლი ქართველები და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები საქართველოსა და ქართველ ხალხს განადგურებით ემუქრებიან" - ბოლო დღეებში ამ შინაარსის განმარტებებით გააზიარეს დამონტაჟებული ვიდეომასალა ხელისუფლების მხარდამჭერებმა, ლოიალურად განწყობილმა ექსპერტებმა თუ მედიასაშუალებებმა.
უკვე ნახევარ წელიწადზე მეტია, “პუტინის მზარეულის”, ევგენი პრიგოჟინის კერძო ჯარი უკრაინის აღმოსავლეთით მდებარე ბახმუტის აღებას უშედეგოდ ცდილობს. სტრატეგიული მნიშვნელობის პატარა ქალაქი გამუდმებით იბომბება.
გუშინ, 9 იანვრის საღამოს, სოციალურ ქსელში გავრცელდა აუდიოჩანაწერის ფრაგმენტი, რომელშიც, დიდი ალბათობით, ისმის "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას ხმა - ის, სავარაუდოდ, საუბრობს პარტიის დამფუძნებელზე, მიხეილ სააკაშვილზე. ამის შთაბეჭდილებას ქმნის აუდიოჩანაწერის შინაარსი.
9 იანვრის სხდომაზე, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საქმის განხილვაზე ხუთი საათის განმავლობაში დისტანციურად იკითხებოდა ამერიკელი ნევროლოგი, დოქტორი ემანუელ ლახანი. სხდომას ვერც ფიზიკურად და ვერც დისტანციურად დაესწრო კლინიკა "ვივამედში" მყოფი პატიმარი.
რაც პუტინი უკრაინაში შეიჭრა, გერმანიაში დროდადრო საპროტესტო აქციები იმართება. დემონსტრანტების მოთხოვნაა, გერმანიამ უკრაინის დახმარება შეწყვიტოს. იმასაც ამბობენ, რომ ომი სინამდვილეში აშშ-ის ბრალია და რუსეთი უსამართლო სანქციების მსხვერპლია.
„ფარისევლობა“, „ცინიზმი“, „პროპაგანდა“, „სიყალბე“ - უკრაინაში თუ დასავლეთის ქვეყნებში რუსეთის პრეზიდენტს არავინ დაუჯერა, რომ 36-საათიანი „საშობაო ზავი“ უკრაინელ მორწმუნეებზე ზრუნვით, სულიერებით შთაგონებულმა გამოაცხადა.
2022 წლის ბოლოს პარლამენტმა დაამტკიცა “გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფცია”, რომელშიც “გენდერული იდენტობის” ცნება განმარტებული არ არის იმის გამო, რომ ეს სტრატეგული დოკუმენტი მხოლოდ ქალისა და კაცის თანასწორობას განიხილავს.
2023 წელი გადამწყვეტი იქნება რუსეთ-უკრაინის ომში. პოლიტიკოსები, სამხედროები თუ ექსპერტები საბრძოლო მოქმედებების დასრულებასაც წინასწარმეტყველებენ და მათი პროგნოზები, ძირითადად, იმედის მომცემია უკრაინისთვის.
გარკვეული შეზღუდვები უკვე დაუწესდა და სავარაუდოდ, აკრძალვაც ემუქრება უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას (УПЦ), რომელსაც კიევი კვლავ მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულად მოიხსენიებს. ბოლო კვლევების თანახმად კი, უკრაინელთა ნახევარზე მეტი УПЦ-ს აკრძალვას ემხრობა, რადგან მას რუსეთის მოკავშირედ თვლის.
2022 წლის საკვანძო და ჯერაც გადაუწყვეტელი გამოწვევები მჭიდროდ უკავშირდებიან ქვეყნის საერთაშორისო ურთიერთობებსა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. რადიო თავისუფლება გამოყოფს 3 პრობლემას, რომელიც საზოგადოებაში საგანგებო დისკუსიებისა და დაპირისპირების საგანია.
ჩამოტვირთე მეტი