სასამართლოს დოკუმენტაციის მიხედვით, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ "დაიჭირა" რუსეთის საგარეო დაზვერვის გზავნილი, რომელიც აგენტებს აუწყებდა, რომ მათი მთავარი მისია იყო "აშშ-ის პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებ წრეებთან კონტაქტების მოძიება და ურთიერთობის განვითარება".
აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობას ზაფხულიდან "უცხოური პასპორტების" გაცემა უნდა დაეწყო. რადიო თავისუფლების ინფორმაციით კი, ეს პროცესი ჯერჯერობით არ ამოქმედებულა.
გორში დღემდე მსჯელობის საგანია, იყო თუ არა ადგილობრივი ხელისუფლების მიერ სტალინის მონუმენტის დემონტაჟის შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული.
ეუთომ, მთლიანობაში, გამჭვირვალე უწოდა ყირგიზეთში ახალი კონსტიტუციის თაობაზე ჩატარებულ რეფერენდუმს, რომლის თანახმადაც, ქვეყანა საპრეზიდენტოდან მართვის საპარლამენტო მოდელზე გადადის.
მსოფლიოში ეკონომიკურად წამყვანი 20 სახელმწიფოს ლიდერები ტორონტოში გამართული სამიტის შედეგად ორ მთავარ საკითხზე შეთანხმდნენ: საბიუჯეტო ხარჯები შეკვეცონ და თან მასტიმულირებელ ზომებს მიმართონ.
ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში შესატან ცვლილებათა პროექტის მიხედვით, სახელმწიფოს უფლება ექნება გაასაიდუმლოოს ინფორმაცია საერთაშორისო სასამართლოებში თუ უცხო ქვეყნების სასამართლოებში განხილულ საქმეებთან დაკავშირებით.
უმაღლესი სასწავლებლები დამატებული ღირებულების გადასახადით არ დაიბეგრებიან. გადაწყვეტილება ამის შესახებ კახა ბაინდურაშვილმა განათლების მინისტრსა და უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელებთან კონსულტაციის შედეგად გამოაცხადა.
სტუდენტებმა დღეს, პარლამენტის შენობასთან, მთავრობის მიერ ინიცირებული ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტი გააპროტესტეს. აქციაზე სტუდენტები იმ ინიციატივის წინააღმდეგ გამოვიდნენ, რომლის მიხედვითაც, სასწავლო დაწესებულებებს დღგ-ის გადახდა მოუწევთ.
28 ივნისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო მაკა ესაიაშვილი, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენელი. დღეს თბილისში გაიხსნა კონფერენცია იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შესახებ.
განვლილ კვირაში პარლამენტმა ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტის განხილვა დაიწყო, განხორციელდა მასშტაბური ცვლილებები აღმასრულებელ ხელისუფლებაში, მაგრამ გასული კვირა საქართველოს ისტორიაში სულ სხვა მოვლენის გამო დაიკავებს გამორჩეულ ადგილს.
გაეროს ეგიდით, საქართველოში წელს მეექვსედ აღნიშნეს „წამების მსხვერპლთა დახმარების დღე“. სახალხო დამცველის ოფისი და ცენტრი ”ემპათია” ამ დღეს ერთობლივი კონფერენციით გამოეხმაურნენ.
აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას თქმით, რუსეთი მალე აშშ-ის სრულ მხარდაჭერას მოიპოვებს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების პროცესში. ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი წევრი - საქართველო კი აცხადებს, რომ რუსეთს გაწევრიანების საშუალებას არ მისცემს.
ჩამოტვირთე მეტი