განვლილი კვირის პოლიტიკური მოვლენებიდან ყველაზე გამორჩეული იყო ამერიკის სახელმწიფო მდივნის სტუმრობა საქართველოში. ჰილარი კლინტონი, ერთდღიანი ვიზიტის ფაგრლებში, საქართველოს პრეზიდენტს, ოპოზიციის ლიდერებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.
ამ თანამდებობაზე არსოშვილმა შეცვალა ლადო ვარძელაშვილი, რომელიც სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრად დაინიშნა. ახალი გუბერნატორი ბოლო დრომდე თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.
"კავკასიური გზაჯვარედინის" ამ გამოშვებაში საუბარი გვექნება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის ვიზიტის მნიშვნელობაზე. მასში მონაწილეობენ: თბილისიდან - საერთაშორისო ურთიერთობების ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან ცუცქირიძე; ერევნიდან - "კავკასიის ინსტიტუტის" ხელმძღვანელი ალექსანდრ ისკანდარიანი; ბაქოდან - საზოგადოებრივი ფორუმის, "აზერბაიჯიანისთვის" თავმჯდომარე ელდარ ნამაზოვი; პრაღიდან რადიო "ეხო კავკაზას" თანამშრომლები ანდრეი ბაბიცკი და დემის პოლანდოვი.
"უხილავი მელანი, ინტერნეტში განთავსებულ სურათებში დამალული ინსტრუქციები, წიგნის მაღაზიაში დადებული პორტატული კომპიუტერიდან გადაცემული გზავნილები - ამერიკაში მცხოვრები იმ 10 რუსის მიერ გამოყენებულმა ჯაშუშურმა ტექნოლოგიამ, ბევრს ცივი ომი მოაგონა" - წერს რადიო თავისუფლების მიმომხილველი გრეგორი ფაიფერი.
აშშ-ის ცენტრალურ სარდლობას, რომელიც ამ ქვეყნის საომარ მოქმედებებს განაგებს ავღანეთსა და ერაყში, ეყოლება ახალი მეთაური, რომელიც შეცვლის გენერალ დევიდ პეტრეუსს. ჯეიმს მატისი ეგრეთ წოდებული ოთხვარსკვლავიანი გენერალია.
დღეს ორი თვითმფრინავი - ერთი რუსეთიდან, მეორე კი აშშ-დან - რომლებშიც, როგორც ვარაუდობდნენ, გაცვლაში მონაწილე 14-ვე პირი იმყოფებოდა, მცირე ხნით დაჯდა ვენის აეროპორტში. თვითმფრინავები ერთმანეთთან ახლოს გაჩერდნენ და მალე ისევ აფრინდნენ.
პარლამენტი მალე "სახალხო დამცველის შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანაზე იმსჯელებს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მომზადებული ცვლილებების მიხედვით, დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, ომბუდსმენს უფლება ექნება პროკურატურას სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნით მიმართოს.
რეზოლუციის პროექტი, რომელიც 8 ივლისს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის ფარგლებში საკომიტეტო მოსმენაზე ხმათა უმრავლესობით მიიღეს, რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შედეგების არაერთ მნიშვნელოვან ასპექტს უკავშირდება.
9 ივლისს საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთისა და მოლდავეთის უფლებადამცველები მსჯელობდნენ იმაზე, თუ რამდენად ეფექტურად იცავენ ადამიანის უფლებებს მათი ქვეყნების სასამართლოები და რატომ გახშირდა საჩივრების წარდგენა ევროსასამართლოში.
ჯერჯერობით კვლავაც ძალაშია ულტიმატუმი, რომელიც საქართველოს სეპარატისტულმა რეგიონებმა ჟენევის მოლაპარაკებებთან მიმართებით საერთაშორისო თანამეგობრობას წაუყენეს. დე ფაქტო პარლამენტის წინაშე გამოსვლისას ეს 7 ივლისსაც დაადასტურა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა.
კუბის კათოლიკური ეკლესია აცხადებს, რომ ქვეყანა უახლოეს მომავალში 52 პოლიტპატიმარს გაათავისუფლებს. მთავრობა ამ პირობას თუ შეასრულებს, კუბაში პოლიტპატიმართა რაოდენობას ერთი მესამედი მოაკლდება.
რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილებს დღეს ნიუ-იორკის ფედერალურ სასამართლოში ელიან. ხუთი მათგანი ოთხშაბათს უნდა წარმდგარიყო ბოსტონისა და ვირჯინიის სასამართლოების წინაშე, მაგრამ ბოლო წუთს გადაწყდა, რომ ისინი ნიუ-იორკში მყოფ დანარჩენ ხუთს შეერთებოდნენ.
ჩამოტვირთე მეტი