საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ბარონესა კეტრინ ეშტონი დღეს ოკუპირებული ახალგორის რაიონის მოსაზღვრე სოფელ ოძისში იმყოფებოდა. ეშტონმა იმედი გამოთქვა, რომ კონფლიქტების პრობლემა პოლიტიკური გზით მოგვარდება.
უცხოური ვიზიტებით დატვირთული კვირის ბოლო სამუშაო დღეს თბილისი უკრაინის საკმაოდ მრავალრიცხოვან დელეგაციას მასპინძლობს. უკრაინის ვიცე-პრემიერი სერგეი ტიგიპკო 16 ივლისს ეკონომიკისა და ფინანსური სფეროების პირველ პირებს და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა.
არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია ”სამოქალაქო განვითარებისათვის” საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე ზრუნვას იწყებს და ქმნის საინიციატივო ჯგუფს, რომელიც კონკრეტული წინადადებების პაკეტის მომზადებაზე იმუშავებს. საკანონმდებლო პაკეტის განხილვა აგვისტოს ბოლოს გაიმართება.
გორის საინფორმაციო ცენტრში ჰაინრიხ ბიოლის ფონდის ინიციატივით ”დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის” საჯარო დისკუსია გაიმართა. დისკუსიაში 40-ზე მეტი დევნილი მონაწილეობდა.
თბილისს უკრაინის ვიცე-პრემიერი სერგეი ტიგიპკო ეწვია. ოფიციალურ შეხვედრებამდე სტუმარმა გვირგვინით შეამკო ტარას შევჩენკოს ძეგლი, რის შემდეგაც იგი ფინანსთა მინისტრ კახა ბაინდურაშვილს და პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურს შეხვდა.
16 ივლისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ანდრო ბარნოვი, სტრატეგიისა და განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელი. მან ისაუბრა ბოლოდროინდელ მაღალი დონის ვიზიტებზე საქართველოში.
საფრანგეთის პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის, როგორც მისი ქვეყნის პრესა წერს, „ჯოჯოხეთური ზაფხული“ უდგას იმის გამო, რომ ბრალად სდებენ 2007 წლის საარჩევნო კამპანიის დროს უკანონო შეწირულობის მიღებას.
დღეს საღამოს დასრულდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წარმომადგენლების, საქართველოს საკითხზე მომხსენებლების მაიკლ იენსენისა და კასტრიოტ ისლამის ოთხდღიანი ვიზიტი საქართველოში.
ბირთვული ენერგეტიკის საკითხებზე მომუშავე ირანელი მეცნიერი შაჰრამ ამირი შინ დაბრუნდა და იმეორებს ბრალდებას, რომ აშშ-ში საკუთარი ნების წინააღმდეგ წაიყვანეს. თეირანში მას ირანის ოფიციალური პირები, ცოლი და შვიდი წლის ვაჟი დახვდნენ.
ხუთშაბათს ერთი წელიწადი შესრულდა ნატალია ესტემიროვას, მკვლელობიდან. ესტემიროვა შარშან გროზნოში, თავის სახლთან, გაიტაცეს. იმავე დღეს ის რამდენიმე ახლოდან ნასროლი ტყვიით მოკლული ნახეს.
ბერნარ კუშნერმა თბილისში არაერთხელ გაიმეორა, რომ საფრანგეთს ომგამოვლილი საქართველო არ დავიწყებია, რომ კვლავაც აქტიურად გულშემატკივრობს მას და, რაც მთავარია, ურყევია პარიზის პოზიცია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში საქართველოს ზედიზედ აშშ-სა და ევროპის არაერთი მაღალი რანგის პოლიტიკოსი ესტუმრა და მსგავსი ვიზიტები კვლავ გრძელდება. საზოგადოებაში გაჩნდა კითხვა - რატომ გახშირდა დიპლომატიურად შედარებით პასიურ პერიოდში ასეთი სტუმრობები?
ჩამოტვირთე მეტი