მარტვილის რაიონის სოფელ ონოღეას მცხოვრებლებმა დღეს, 12 ივლისს, თბილისში, პუშკინის სკვერში, აქცია გამართეს - სოფლის მოსახლეობა მათი სოფლის საძოვრის - 64 ჰექტარი მიწის - ინვესტორისათვის გადაცემას აპროტესტებდა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აცხადებს კონკურსს, რომელში გამარჯვებულიც ავტომატურად დაიკავებს ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობას. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც აქვს მუშაობის ხუთწლიანი სტაჟი.
თბილისს ოთხდღიანი ვიზიტით სტუმრობს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაცია მიკაელ იენსენის ხელმძღვანელობით, რომელმაც ამ პოსტზე მათეას იორში შეცვალა.
თბილისს ოთხდღიანი ვიზიტით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლები მიკაელ იენსენი და კასტრიოტ ისლამი ეწვივნენ. დაგეგმილია შეხვედრები არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მედიასთან და საერთაშორისო მისიების წარმომადგენლებთან.
განვლილი კვირის პოლიტიკური მოვლენებიდან ყველაზე გამორჩეული იყო ამერიკის სახელმწიფო მდივნის სტუმრობა საქართველოში. ჰილარი კლინტონი, ერთდღიანი ვიზიტის ფაგრლებში, საქართველოს პრეზიდენტს, ოპოზიციის ლიდერებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.
ამ თანამდებობაზე არსოშვილმა შეცვალა ლადო ვარძელაშვილი, რომელიც სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრად დაინიშნა. ახალი გუბერნატორი ბოლო დრომდე თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.
"კავკასიური გზაჯვარედინის" ამ გამოშვებაში საუბარი გვექნება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის ვიზიტის მნიშვნელობაზე. მასში მონაწილეობენ: თბილისიდან - საერთაშორისო ურთიერთობების ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან ცუცქირიძე; ერევნიდან - "კავკასიის ინსტიტუტის" ხელმძღვანელი ალექსანდრ ისკანდარიანი; ბაქოდან - საზოგადოებრივი ფორუმის, "აზერბაიჯიანისთვის" თავმჯდომარე ელდარ ნამაზოვი; პრაღიდან რადიო "ეხო კავკაზას" თანამშრომლები ანდრეი ბაბიცკი და დემის პოლანდოვი.
"უხილავი მელანი, ინტერნეტში განთავსებულ სურათებში დამალული ინსტრუქციები, წიგნის მაღაზიაში დადებული პორტატული კომპიუტერიდან გადაცემული გზავნილები - ამერიკაში მცხოვრები იმ 10 რუსის მიერ გამოყენებულმა ჯაშუშურმა ტექნოლოგიამ, ბევრს ცივი ომი მოაგონა" - წერს რადიო თავისუფლების მიმომხილველი გრეგორი ფაიფერი.
აშშ-ის ცენტრალურ სარდლობას, რომელიც ამ ქვეყნის საომარ მოქმედებებს განაგებს ავღანეთსა და ერაყში, ეყოლება ახალი მეთაური, რომელიც შეცვლის გენერალ დევიდ პეტრეუსს. ჯეიმს მატისი ეგრეთ წოდებული ოთხვარსკვლავიანი გენერალია.
დღეს ორი თვითმფრინავი - ერთი რუსეთიდან, მეორე კი აშშ-დან - რომლებშიც, როგორც ვარაუდობდნენ, გაცვლაში მონაწილე 14-ვე პირი იმყოფებოდა, მცირე ხნით დაჯდა ვენის აეროპორტში. თვითმფრინავები ერთმანეთთან ახლოს გაჩერდნენ და მალე ისევ აფრინდნენ.
პარლამენტი მალე "სახალხო დამცველის შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანაზე იმსჯელებს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მომზადებული ცვლილებების მიხედვით, დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, ომბუდსმენს უფლება ექნება პროკურატურას სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნით მიმართოს.
რეზოლუციის პროექტი, რომელიც 8 ივლისს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის ფარგლებში საკომიტეტო მოსმენაზე ხმათა უმრავლესობით მიიღეს, რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შედეგების არაერთ მნიშვნელოვან ასპექტს უკავშირდება.
ჩამოტვირთე მეტი