„სამხრეთ კავკასიის ინტეგრაცია: ალტერნატიული სტარტი“ - ასე ჰქვია სამოქალაქო ინიციატივას, რომლის ავტორები საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრების გადაკვეთის ადგილზე სამშვიდობო ცენტრის შექმნას აპირებენ.
საპარლამენტო ოპოზიციის წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე გამოდის ინიციატივით, პარლამენტში შეიქმნას ინტერფრაქციული ჯგუფი, რომელიც ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების შესახებ ახალ კანონპროექტზე დაიწყებს მუშაობას.
გორისა და კასპის რაიონის სოფლებს ცხინვალმა სარწყავი და სასმელი წყლის მიწოდება შეუწყვიტა. ადგილობრივი მოსახლეობა დახმარებას ხელისუფლებას სთხოვს. კოკოითი წყლის სანაცვლოდ ახალგორისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას ითხოვს.
14 ივლისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო მანანა კობახიძე, ”კონსტიტუციის 42-ე მუხლის” აღმასრულებელი დირექტორი. მან ისაუბრა ახალ საგადასახადო კოდექსზე, რომლის თანახმადაც საშემოსავლო გადასახადი 12-დან 20%-მდე იზრდება.
13 ივლისს საქართველოს საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს ინფორმაცია საქართველოსა და ბელორუსიის პრეზიდენტების შეხვედრის შესახებ, რომელზეც მხარეებმა პოლიტიკურ-ეკონომიკური საკითხები განიხილეს.
საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე პოლონეთის ახალი მთავრობის წარმომადგენელმა კვლავ დაადასტურა მისი ქვეყნის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი, თუმცა სიტყვა ოკუპაცია არ უხსენებია.
თანათავმჯდომარეები პიერ მორელი, ბოლათ ნურგალიევი და ანტი ტურუნენი ცხინვალში დეფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის სპაციალურ წარმომადგენელს ბორის ჩოჩიევს შეხვდნენ. მათი მსჯელობის საგანი ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის პროექტი იყო.
ევროპის საბჭოსადმი საქართველოს ვალდებულებათა შესრულების შესაფასებლად თბილისში შეხვედრებს განაგრძობენ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლები მაიკლ იენსენი და კასტრიოტ ისლამი. დღეს ისინი იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტში.
სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი პეტერ სემნები სოხუმში აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს შეხვდება. მანამდე სემნებიმ თბილისში, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აფხაზურ მხარესთან კონფლიქტის მოგვარების პროცესში ევროკავშირის როლზე ისაუბრებს.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა და დღეს ოფიციალურ შეხვედრებს მართავს. საგარეო საქმეთა მინისტრთან მოლაპარაკებების შემდეგ რადოსლავ შიკორსკი საქართველოს პრეზიდენტს და ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდება.
კაბალაგალში - უგანდის დედაქალაქის რაიონში, რომელშიც საღამოობით, ჩვეულებრივ, ბევრი ხალხი ირევა, აფეთქებები მოეწყო ორ რესტორანში. ორივე სავსე იყო ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური მატჩის საყურებლად შეკრებილებით.
მარტვილის რაიონის სოფელ ონოღეას მცხოვრებლებმა დღეს, 12 ივლისს, თბილისში, პუშკინის სკვერში, აქცია გამართეს - სოფლის მოსახლეობა მათი სოფლის საძოვრის - 64 ჰექტარი მიწის - ინვესტორისათვის გადაცემას აპროტესტებდა.
ჩამოტვირთე მეტი