24 ივლისს, ცხინვალის ცენტრში, თავს დაესხნენ და სასტიკად სცემეს გაზეთ „21-ე საუკუნის“ რედაქტორს, სამოქალაქო აქტივისტს თემურ ცხოვრებოვს. თვითმხილველთა ცნობით, მას ათამდე კაცი ურტყამდა და იარაღით ემუქრებოდა. გაზეთის რედაქტორი სხეულის მრავალი დაზიანებით ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ზაფხული ძალაში შედის და, შესაბამისად, სულ უფრო ნელდება პოლიტიკური პროცესი, რომელიც მიმდინარე კვირაში რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენით აღინიშნა.
ელინა ლანგეს, ლატვიის მოქალაქეს, გასულ კვირაში, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, ღირსების ორდენი გადაეცა. ამ ბოლო ხანებში საქართველოს ხელისუფლება ქართული სახელმწიფო ჯილდოებითა და ორდენებით არაერთ უცხოელ მოღვაწეს აჯილდოებს.
გუშინ, 22 ივლისს, გაეროს საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ იმის შესახებ, რომ კოსოვოს არ დაურღვევია საერთაშორისო სამართალი, როცა ცალმხრივად გამოაცხადა სერბიისგან დამოუკიდებლობა, საქართველოში მსჯელობის ტალღა ააგორა.
ბიომეტრიკა - არჩევნების პროცესში. ეროვნულ ფორუმს და საინიციატივო ჯგუფს მიაჩნიათ, რომ ბიოლოგიური მაჩვენებლები საარჩევნო სიებში ერთ მილიონიან გარღვევას აღმოფხვრის, მაგრამ კონკრეტულად როგორ მოხდება ეს? რაზე საუბრობს თქვენი ტელევიზორი, გაზეთი, რადიომიმღები...
კოსოვოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების თემასთან დაკავშირებით საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება საკუთრივ სერბიის ყოფილ ოლქში გამარჯვებად მიიჩნიეს, სერბიაში კი ბევრმა კატასტროფად და საშინელებად შეაფასა.
კონსტიტუციის ცვლილებების საბაზისო კანონპროექტს, რომელიც სულ ორი დღეა საჯარო განხილვის ობიექტი გახდა, კონკრეტული შენიშვნებით გამოეხმაურა საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისია.
„ფრიდომ ჰაუსის“ ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, ბალტიისპირეთის გამოკლებით, დარჩენილ 12 პოსტსაბჭოთა ქვეყანასთან შედარებით, საქართველოს - უკრაინასთან ერთად - ყველაზე უკეთესი მაჩვენებელი აქვს.
ერთთვიანი პაუზის შემდეგ ენგურის ხიდზე მიმოსვლა აღდგა. ოკუპირებული რეგიონიდან სამეგრელოში გადასული მოქალაქეების ინფორმაციით, ენგურს გაღმა საგუშაგოზე, სადაც აფხაზი მესაზღვრეები იმყოფებიან, განსაკუთრებულ პრობლემებს არ აწყდებიან.
23 ივლისს თბილისის სტუდიის სტუმარი იყო კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი. რამდენად შეიძლება ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება პრეცედენტად იქცეს საქართველოში - სწორედ ეს გახლდათ საუბრის ძირითადი თემა.
რამდენად ადეკვატური განჩინება გამოიტანა ქართულმა სასამართლომ სანდრო გირგვლიანის მკვლელების მიმართ, რამდენად იქონიებს გავლენას თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის შემდგომ აღიარებაზე ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება...
გაეროს საერთაშორისო სასამართლოს საერთაშორისო სამართლის დარღვევად არ მიაჩნია კოსოვოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადება. საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება სასამართლოს პრეზიდენტმა, ჰისაში ოვადამ გამოაცხადა.
ჩამოტვირთე მეტი