Accessibility links

ირაკლი შოთაძე დაბრუნდა - რა არ უნდა გამოგრჩეს 19 თებერვალს


ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორია

საქართველოს პარლამენტმა 82 ხმით არც ერთის წინააღმდეგ ირაკლი შოთაძე დაამტკიცა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე. ის ამ პოსტს 6 წლით დაიკავებს.

პლენარულ სხდომას არ ესწრებოდნენ „ნაციონალური მოძრაობს“, „ევროპული საქართველოსა" და "დამოუკიდებელი დეპუტატების "ფრაქციების წევრები, რომლებმაც შოთაძის კანდიდატურას ბოიკოტი გამოუცხადეს.

წაიკითხე მეტი

ამ თემაზე ასევე ნახე:

ირაკლი შოთაძის პირველი კომენტარი კენჭისყრის შემდეგ

აქცია პარლამენტთად ირაკლი შოთაძის კანდიდატურის დამტკიცების პარალელურად

გიორგი გახარიასთვის ირაკლი შოთაძე ღირსეული პროფესიონალია

ლევან გოგიჩაიშვილი: „გავაკეთოთ შოთაძის საქმიანობის მოკვლევის ჯგუფი“

საბჭოთა კავშირის ჰიმნი პარლამენტში

ევროპული საქართველოს წევრებმა ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა საბჭოთა კავშირის ჰიმნით შეაწყვეტინეს გამოსვლა პარლამენტის თავმჯდომარეს. ამ დროს არჩილ თალაკვაძე პარლამენტის საქმიანობის 2019 წლის ანგარიშის წარდგენდა და რუსულ ოკუპაციასა და მასში წინა ხელისუფლების დანაშაულებრივ წვლილზე საუბრობდა.

„აი, ისინიც გამოჩნდნენ, ტაშით მივესალმოთ“, - განაცხადა პარლამენტის ტრიბუნიდან არჩილ თალაკვაძემ.

უყურე ამ ვიდეოს ან წაიკითხე მეტი

ამ თემაზე ასევე ნახე:

ირაკლი კობახიძემ ელენე ხოშტარიას დიპლომი გაიხსენა

„ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაცია მოითხოვს ხოშტარიამ და ნადირაშვილმა დეპუტატის მანდატები დატოვონ

სამტრედიაში ქმარმა ცოლი სამოქალაქო რეესტრის შენობაში მოკლა

პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელმაც ცოლს სამოქალაქო რეესტრის შენობაში ყელი გამოჭრა.

მკვლელობა მოქალაქეთა მომსახურების დარბაზში, განქორწინების პროცედურის დაწყებამდე მოხდა. გარდაცვლილი 25 წლის ქალია, მას ორი შვილი დარჩა. "დაჭრილი ქალი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

წაიკითხე მეტი

სასწრაფოს ექიმების პროტესტი

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები და მძღოლები საპროტესტო გამოსვლას გეგმავენ.

გადაუდებელი დახმარების პერსონალი ჯანდაცვის სამინისტროდან მერიის დაქვემდებარებაში გადასვლას მოითხოვს. პერსონალი გაუმართავ სისტემას უჩივის და ვცლილებებს ითხოვს.

ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღე

პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს დაბადების დღე ფეისბუკ პოსტით მიულოცა რაგბის კავშირმა.

"გილოცავთ დაბადების დღეს, თქვენ თავად მეცნიერს" - ივანიშვილს ამ სიტყვებით მიულოცა დაბადების დღე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიამ, თუმცა დღის ბოლოს პოსტი გვერდიდან წაშალა.

სამშაბათს მკვეთრად გამწვავდა ვითარება აღმოსავლეთ უკრაინის ფრონტის ერთ-ერთ მონაკვეთზე

უკრაინის სამხედროების მონაცემებით, ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის სეპარატისტები, რომლებსაც რუსეთი ეხმარება, დილით შეტევაზე გადავიდნენ დასახლებული პუნქტების - ნოვოტოშკოვსკოეს, ორეხოვოს, კრიმსკოესა და ხუტორ ვოლნის რაიონში.

შტაბის თანახმად, მოიერიშეებმა გამოიყენეს შეიარაღება, რომელიც აკრძალულია მინსკის შეთანხმებებით.

წაიკითხე მეტი

სახელმწიფო VS ფრონტერა - დაპირისპირების 6 ძირითადი მიზეზი

საქართველოს მთავრობის მიმართ ვაშინგტონის მწვავე კრიტიკის ნაწილი ამერიკულ ნავთობმომპოვებელ კომპანია „ფრონტერას“ უკავშირდება. ამერიკელი პოლიტიკოსები საქართველოს ხელისუფლებას უცხოური ბიზნესის შევიწროებაში ადანაშაულებენ. საქართველოს ხელისუფლება კრიტიკას უსამართლოდ მიიჩნევს და მიუთითებს, რომ კონგრესმენები შეცდომაში კომპანიის ლობისტებს შეჰყავთ.

  • დავის საფუძველი
  • ინვესტიციების მოცულობა
  • საქმიანობაში ხელის შეშლა
  • ჭაბურღილების რაოდენობა
  • ნავთობისა და გაზის მარაგების მოცულობა
  • თანამშრომელთა დავალიანება

გაეცანი ძირითადი უთანხმოების დეტალებს - რადიო თავისუფლება მხარეებს ესაუბრა.

წაიკითხე მეტი

კორონავირუსის გავრცელება 17 თებერვლის მონაცემებით

გელა ჩარკვიანი - 8 ფოტო არქივიდან

ინტერვიუ კითხვების გარეშე. ვინ და რა გაახსენდა გელა ჩარკვიანს, როდესაც მას მისი ძველი ფოტოები აჩვენეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG