ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.
7 ივნისს ბრიუსელში, ნატოს შტაბბინის წინ, ჩერნოგორიის სახელმწიფო დროშა აფრიალდა ნიშნად იმისა, რომ დასავლეთ ბალკანეთის ეს ქვეყანა, რომელიც ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პატარა სახელმწიფოა, ოფიციალურად გახდა ნატოს 29-ე წევრი.
„არსებითი მიზეზი ვერ დავინახე, თუ რატომ არ მონაწილეობდა ან პრეზიდენტი, ან მისი წარმომადგენლები სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშობაში“.
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს მაღალი საიდუმლოების შემცველი დოკუმენტი, რომლის შინაარსიც ცნობილი გახდა მედიისთვის.
შემოდგომაზე საქართველოში გაიმართება პრემიერა მხატვრული ფილმისა, რომელიც ექვთიმე თაყაიშვილის, საქართველოს ეროვნული საგანძურის მცველის, ცხოვრებას ეძღვნება.
„ნატოს ალიანსის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა - ეს არის იგივე ალიანსის თითოეული წევრის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა“, - აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე.
მომავალ წელს 100 წელი შესრულდება საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან.
ხანგრძლივმა ცხოვრებამ უცხოეთში და თვითდამკვიდრების რთულმა პროცესმა ქართული წარმომავლობის კანადელ შერიფს წარმატების ფორმულა აპოვნინა.
23 მაისს საღამოს ბრიტანეთის ხელისუფლებამ გამოაცხადა, არმიაც ჩაერთო მანჩესტერში მომხდარი აფეთქების მომწყობის შესაძლო თანამზრახველების ძებნის ოპერაციაში.
საქართველოს შეიარაღებულ ძალებს სულ მალე აშშ-ის პრესტიჟული სასწავლებლის კურსდამთავრებული კიდევ ერთი უმცროსი ოფიცერი შეემატება.
ექსტრემისტულმა ორგანიზაცია „ისლამურმა სახელმწიფომ“ იკისრა პასუხისმგებლობა მანჩესტერში წუხელ მომხდარ თავდასხმაზე, რომელსაც ხელისუფლებამ ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა.
ჩეხეთის რესპუბლიკაში განვითარებული პოლიტიკური კრიზისი, ანალიტიკოსთა თქმით, შეიძლებოდა ასე არ გაჭიანურებულიყო, რომ არა ქვეყნის პრეზიდენტის პოზიცია.
ორმხრივი ურთიერთობის შენარჩუნება, ევროკავშირის რეფორმირება და მოდერნიზება - ეს იყო მთავარი საკითხები, რომლებშიც სრული თანხვედრაა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შორის.
საბჭოთა დიქტატორ იოსებ სტალინისა და მისი თანამებრძოლის, ლაზარ კაგანოვიჩის, სურათები 14 მაისს მოსკოვის მეტროს სადგურ „სოკოლნიკის“ შესასვლელის წინ ჩამოკიდეს.
რუსეთის სასამართლომ სიძულვილის გაღვივებაში დამნაშავედ ცნო და სამ-ნახევარი წლით პირობითი სასჯელი შეუფარდა რუს ბლოგერს, 22 წლის რუსლან სოკოლოვსკის, რომელმაც ეკლესიაში პოპულარული "პოკემონ გოუ" ითამაშა.
საფრანგეთის პრეზიდენტად ევროპული კურსის მომხრე პოლიტიკოსის, 39 წლის ემანუელ მაკრონის არჩევას იმედიანად შეხვდა საქართველოს ხელისუფლება.
მოსკოვის ყოფილმა მერმა თავისი ვიზიტით და მერე სკანდალური განცხადებებით საქართველოს მოქალაქეებს „თავზე გადაახია“ ქვეყნის კანონი, რის საშუალებაც, იურისტ ლევან ალაფიშვილის თქმით, იური ლუჟკოვს საქართველოს ხელისუფლების „უსუსურობამ“ მისცა.
7 მაისს საფრანგეთში პრეზიდენტის განმეორებითი არჩევნები ტარდება. გაირკვევა, ვინ აღმოჩნდება გამარჯვებული - ევროპული კურსის მომხრე პოლიტიკოსი, ცენტრისტი მანუელ მაკრონი თუ ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენი.
ვაშინგტონმა აზერბაიჯანის ხელისუფლებას მოუწოდა, ჩაატაროს გამჭვირვალე გამოძიება აზერბაიჯანელი ბლოგერის დაღუპვის ფაქტზე. მეჰმან გალანდაროვი, რომელიც ნარკოტიკების უკანონო ვაჭრობაში იყო ეჭვმიტანილი, 28 აპრილს გარდაიცვალა საპატიმროში.
30 აპრილს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 26 წელი შეუსრულდა. დაუკომპლექტებელ და თითქმის უიარაღო ქართულ სამხედრო ფორმირებებს მეოთხედი საუკუნის წინ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ არმიასა და მის სატელიტებთან მოუხდა ბრძოლა.
„ისეთი ტიპის ქვეყნებში, როგორიც არის საქართველო, ძალიან დიდია სტატისტიკა ქირურგიული ჩარევისა კარდიოლოგიაში, მაგალითად, როგორიცაა შუნტირება“, - ამბობს ზვიად ყიფიანი, „ნიუ ჰოსპიტალსის“ კარდიოლოგიური განყოფილების უფროსი.
ჩამოტვირთე მეტი