პარლამენტმა დაიწყო სამხედრო უწყების მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების განხილვა. მისი დამტკიცების შემთხვევაში სამხედრო-საჰაერო ძალები შეწყვეტს არსებობას, როგორც ცალკეული საჯარისო სახეობა. ცვლილებას გარანტირებული აქვს დიდი ხმაური...
თბილისში იმყოფება გავლენიანი გერმანელი დიპლომატი დიტერ ბოდენი, რომელიც სხვადასხვა დროს სათავეში ედგა ეუთოსა და გაეროს მისიებს საქართველოში. მან არაოფიციალური შეხვედრები გამართა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ბოდენი თბილისს სოხუმიდან ესტუმრა.
11 მარტს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ადამიანის უფლებათა ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. საქართველოს შესახებ ანგარიშში, რომელიც, წინა წლებთან შედარებით, გაცილებით მოცულობითია, ყურადღება გამახვილებულია დარღვევებზე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დროს.
რადიო თავისუფლებამ ინტერვიუ ჩამოართვა ამერიკის შეერტებული შტატების ელჩს საქართველოში, ჯონ ბასს. ამერიკის ელჩი სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე და საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ ვითარებაზე ლაპარაკობს.
თბილისის მერის არჩევნებში ოპოზიციის ერთიანი კანდიდატით მონაწილეობის იდეა აქტუალობას არ კარგავს. თუმცა პოლიტიკურ წრეებში იდეის მომხიბვლელობისა და ცალკეული პირებისა თუ გაერთიანებების განსაკუთრებული აქტიურობის მიუხედავად, შეთანხმება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.
ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის თომას ჰამარბერგის მიერ საქართველოში ჩამოყვანილი დამოუკიდებელი ექსპერტები ფრანგი ნიკოლა სებირი და ავსტრალიელი ბრიუს პეგი დაკარგულთა მოძიების პროცესში ჩაერთვნენ. ორი დღის განმავლობაში ისინი ცხინვალში იმყოფებოდნენ.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ აუცილებელია საქართველოსა და პოლონეთის ვიზების გამარტივებაზე იმუშაონ. მისივე განცხადებით, უახლოეს მომავალში თბილისი-ვარშავის რეგულარული ავიარეისები შესრულდება.
რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე თამარ ხიდაშელი. ხიდაშელმა აღნიშნა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში აღნიშნულია როგორც უარყოფითი, ისე დადებითი მხარეები, თუმცა უარყოფითი ბევრად სჭარბობს დადებითს.
11 მარტს თბილისში ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი. მან თბილისში პირველი მოლაპარაკება პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურთან გამართა, შემდეგ კი - ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიის წარმომადგენლებს, და ბოლოს საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა.
სოხუმში იმყოფება გავლენიანი გერმანელი დიპლომატი დიტერ ბოდენი, რომელიც სხვადასხვა დროს სათავეში ედგა ეუთოსა და გაეროს მისიებს საქართველოში. ამჯერად ის საქართველოს სეპარატისტულ რეგიონს, ადგილობრივი უნივერსიტეტის მიწვევით, პოტსდამის უნივერსიტეტის პროფესორის სტატუსით სტუმრობს.
საქართველოს მოქალაქეს, რომელმაც, სავარაუდოდ, თავი მოიკლა ჰამბურგის სადეპორტაციო იზოლატორში, სამშობლოში გადაასვენებენ მას შემდეგ, რაც გერმანიის პოლიცია გამოძიებას დაასრულებს. საქმე ეხება 25 წლის დავით მარდიანს.
ლიტვა დამოუკიდებლობის გამოცხადების მე-20 წლისთავს აღნიშნავს. „მე რომ პრეზიდენტი ვიყავი, რეფორმები მხოლოდ საწყის სტადიაზე იყო“, იხსენებს რადიო თავისუფლებასთან საუბარში პოსტ-კომუნისტური ლიტვის პირველი პრეზიდენტი ვიტაუტას ლანდსბერგისი.
ჩამოტვირთე მეტი