საქართველოში გუანტანამოს ამერიკული ციხიდან სამი პატიმრის ჩაყვანას ცხოველი გამოხმაურება მოჰყვა. უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლება არ ასახელებს პატიმრების წარმომავლობას. მათი ადგილმდებარეობა გასაიდუმლოებული იქნება მანამდე, სანამ ხელისუფლება ამას საჭიროდ მიიჩნევს.
დღეს საქართველოში გუანტანამოს ციხის სამი ყოფილი პატიმარი ჩამოიყვანეს. მათი ვინაობა, უსაფრთხოების მიზნით, არ სახელდება. ცნობილია მხოლოდ, რომ ისინი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნის მოქალაქეები არიან, საშიშ დამნაშავეებად არ მიიჩნევიან და მკაცრი რეჟიმით არც გუანტანამოს ბანაკში იხდიდნენ სასჯელს. არის თუ არა საქართველოსთვის რისკი მათი მიღება?
კოსოვო, ძირითადად, ეთნიკური ალბანელებით დასახლებული პროვინციაა, რომელმაც სერბიისგან დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა. მას შემდეგ კოსოვო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ 65-მა ქვეყანამ აღიარა - მათ შორის, შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობამ.
ჩინეთში, ორშაბათის საღამოს შემდეგ, ის, ვინც Google.cn-ს მოიხმარდა, ამ მისამართიდან პირდაპირ, ავტომატურად მოხვდება ჰონკონგის პორტალზე, რომელიც არ იფილტრება. ჰონკონგი ჩინეთის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონია, რომელსაც უფრო ლიბერალური პოლიტიკა აქვს.
რუსეთის სპეცსამსახურებს შეუძლიათ თავისუფლად უსმინონ, ოპერატიულად დაამონტაჟონ და კიდევ უფრო ოპერატიულად გამოაქვეყნონ საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი პირების სატელეფონო საუბრები. საქართველოს ხელისუფლება უძლურია მათ წინაშე...
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მთავრობის ცნობით, რუსეთმა სოხუმის აეროპორტს შიდა - რუსული - კოდი მიანიჭა. სერგეი შამბა ამტკიცებს, რომ სოხუმის აეროპორტით დაინტერესდნენ რუსი, თურქი და იორდანელი ბიზნესმენები. როგორ შეხვდნენ აფხაზეთიდან მიღებულ ამ ცნობებს თბილისში?
”რეალურად დღეს შესაძლებელია, რომ გაზის ტარიფი იყოს 10 თეთრი, ელექტროენერგიის - 5 თეთრი, ხოლო წყალი - უფასო. ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენის ხელშეკრულებების მიხედვით, ჩვენ გვაქვს უფასო გაზი და ფიქსირებული ფასით შესაძენი გაზი”, - გია ჭანტურიას წინასაარჩევნო განცხადება.
დღეს ოკუპირებულ გალში, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ოფისში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ქართული, აფხაზური, რუსული მხარის, გაეროსა და ევროკავშირის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ცხინვალში მთავარ თემად კვლავ ოპოზიციის საქმიანობა და მისი კრიტიკა რჩება. დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას შანსი ხელიდან არ გაუშვა და მოსკოვური ოპოზიციის ლიდერი ალბერტ ჯუსოევი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.
საქართველოში ვიზიტს განაგრძობენ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები, რომლებიც სამშაბათს ეროვნულ უმცირესობათა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
სიტყვის თავისუფლება ირანში მთავარი საკითხია ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრისა, რომელზეც ასევე განიხილება ავღანეთისა და აღმოსავლელი მეზობლების დახმარების საკითხები. ევროკავშირმა მოუწოდა ირანს შეწყვიტოს უცხოური და ადგილობრივი რადიოსადგურების ჩახშობისა
22 მარტს ლეიბორისტებმა კოლეგა-ოპოზიციონერები ”ქვეყნის გადარჩენაზე” სამსჯელოდ სასტუმრო ”თბილისი-მერიოტში” მიიწვიეს, თავისუფალი დღის წესრიგი შესთავაზეს და ერთი ინიციატივაც დაახვედრეს. შალვა ნათელაშვილი საქართველოს საკითხზე საერთაშორისო კონფერენციის გამართვის წინადადებით გამოდის.
ჩამოტვირთე მეტი