ავიაკომპანია ”აირზენა”, რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს თანხმობით, მოსკოვის მიმართულებით სადღესასწაულო დღეებში 6 ჩარტერულ რეისს განახორციელებს. ნიკოლაი პატრუშევის მიერ 31 მარტს გაკეთებულ განცხადებას ხელი არ შეუშლია თბილისსა და მოსკოვს შორის ჩარტერული რეისების განხორციელებისათვის.
„ბოლო დროს ტერორთან ბრძოლის სფეროში ჩვენ რაღაცეები შევძელით. შევძელით, კისერი მოგვეგრიხა ყველაზე ოდიოზური ბანდიტებისთვის. მაგრამ, როგორც ჩანს, ეს საკმარისი არ იყო," განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა დაღესტანში, სადაც დღეს მოულოდნელად ჩავიდა.
სუბარი აცხადებს, რომ თუ ოპოზიციური სპექტრი საკრებულოს თავმჯდომარეობის ერთიან კანდიდატზე შეთანხმდება, ის მზად არის, კანდიდატობა გაჩეჩილაძეს შესთავაზოს და მიაჩნია, რომ არჩევნებში ოპოზიციურმა ძალებმა ერთმანეთს ამომრჩეველთა ხმები არ უნდა წაართვან.
მეორე კვირაა ცხინვალში სროლის ხმა არ წყდება. დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე დისლოცირებულ რუსეთის სამხედრო ბაზაზე სამხედრო ტაქტიკური სწავლებები მიმდინარეობს. საცეცხლე მომზადება ცხინვალის სასროლეთზე მიმდინარეობს.
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, ნიკოლაი პატრუშევის მიერ საქართველოს დადანაშაულებასთან უნისონშია შეერთებული შტატების ელექტრონულ მედიაში გამოქვეყნებული ორიოდე წერილი, რომლებიც საქართველოში შეუმჩნეველი დარჩა.
სერბიის პარლამენტმა დღეს დილით გამართულ სხდომაზე დაგმო 1995 წელს სრებრენიცაში დაახლოებით 8,000 მუსულმანი მამაკაცისა და ბიჭის დახოცვის ფაქტი და ბოდიში მოუხადა მოკლულთა ნათესავებს. სერბიის პარლამენტი ბოდიშს იხდის იმის გამო, რომ ვერ მოხერხდა სრებრენიცის სისხლისღვრის აღკვეთა 1995 წელს.
31 მარტს გავრცელებულ კომენტარში რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი ხაზს უსვამს საქართველოს სპეცსამსახურების კავშირს ტერორისტულ ორგანიზაციებთან და არ გამორიცხავს, რომ ბოლო ტერორისტულ აქტებში საქართველოს ხელიც ერიოს.
31 მარტიდან, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მსურველი პარტიების განცხადების მიღება დაიწყო. არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პოლიტიკურ სუბიექტებს განცხადებების წარდგენის ვადა 3 აპრილს ეწურებათ.
მარტის პირველ ნახევარში, აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ორგანიზებით, სოციოლოგიური კვლევა ჩატარდა. ინსტიტუტმა სოციოლოგიური კვლევის პოლიტიკური ნაწილის შედეგები იმ პარტიებსა და პოლიტიკოსებს გააცნო, რომლებსაც ეს რეიტინგი შეეხება.
აფხაზეთის დევნილი მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის ინფორმაციით, რამდენიმე ერთეული მძიმე ტექნიკა და ათეულობით ცოცხალი ძალა შევიდა ჭუბურხინჯსა და საბერიოში, სადაც რუსი ჯარისკაცები სამხედრო ბანაკებს აშენებენ.
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა, რომ მოსკოვის მეტროს ტერაქტების გამოძიებისას ყველა ვერსია მუშავდება. ”უკვე არის გარკვეული პროგრესი” - განაცხადა მან. პატრუშევის თქმით, არ არის გამორიცხული, რომ გამოძიებისას ქართული კვალიც გამოჩნდეს.
31 მარტს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო თინა ხიდაშელი, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ”ალიანსი საქართველოსთვის” წარმომადგენელი. მან ისაუბრა ამომრჩეველთა სიების მონიტორინგის დროს აღმოჩენილ დარღვევებზე.
ჩამოტვირთე მეტი