ოპოზიციის ლიდერების მოსკოვური ვიზიტების შესახებ ან მშრალი ინფორმაცია ვრცელდება, ან უარყოფითი ემოციით სავსე და, ზოგჯერ, ლანძღვა-გინების შემცველი შეფასებები. თუმცა, ჯერ არავის უცდია, ვლადიმირ პუტინთან ზურაბ ნოღაიდელისა და ნინო ბურჯანაძის შეხვედრები საზოგადოებრივი ინტერესების ჭრილში განეხილა.