ლიტვა დამოუკიდებლობის გამოცხადების მე-20 წლისთავს აღნიშნავს. „მე რომ პრეზიდენტი ვიყავი, რეფორმები მხოლოდ საწყის სტადიაზე იყო“, იხსენებს რადიო თავისუფლებასთან საუბარში პოსტ-კომუნისტური ლიტვის პირველი პრეზიდენტი ვიტაუტას ლანდსბერგისი.
11 მარტს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სიების მონიტორინგის ახალი შედეგები წარმოადგინა. კომისიის თავმჯდომარის ზურაბ ხარატიშვილის თქმით, პარტიები, რომლებმაც, საარჩევნო სიების შემოწმების მიზნით, ბიუჯეტიდან დაფინანსება მიიღეს, საკითხს მეტი პასუხისმგებლობით უნდა ეკიდებოდნენ.
პენზა ბოლო რუსული ქალაქია, რომელმაც რუსეთში მარტის თვეში დაწყებულ მძლავრ საპროტესტო გამოსვლებს საკუთარი ხმაც შეუერთა. 7 მარტს დაახლოებით 2000 ადამიანმა მოიყარა თავი ცენტრალური რუსეთის ამ ქალაქში, რათა თავიანთი უკმაყოფილება გამოეხატათ დაბალი ხელფასების გამო.
სოხუმში კერძო ვიზიტს განაგრძობს საქართველოში გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი დიტერ ბოდენი, რომელიც დღეს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს სერგეი ბაღაფშს და ვიცე-პრეზიდენტ ალექსანდრე ანქვაბს შეხვდა.
რადიო თავისუფლების სტუმარი იყო აგიტ მირზოევი, არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთო-სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი. მან ისაუბრა ორგანიზაციის ინიციატივაზე, რომელიც ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე.
ერთობლივი კომუნიკე, რომელსაც 9 მარტს ნიუ-იორკში მოეწერა ხელი, ითვალისწინებს დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარებას საქართველოსა და პარაგვაის რესპუბლიკას შორის. ამიერიდან ორი ქვეყანა საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებისა და პრინციპების შესაბამისად განავითარებს ურთიერთობებს.
კეთრინ ეშტონმა - ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საერთაშორისო საკითხებში - სტრასბურგში ევროპარლამენტის წინაშე გამოსვლისას ევროკავშირის უშუალო სამეზობლოში რეფორმების გატარების საჭიროებაზე ისაუბრა და საქართველო ბლოკთან თანამშრომლობის კარგ მაგალითად მოიყვანა.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პალესტინელ ლიდერებს შეხვდა და შეეცადა დაეყოლიებინა ისინი, რომ არაპირდაპირი მოლაპარაკების საშუალებით განახლდეს ახლო აღმოსავლეთში ვითარების მოწესრიგების სამშვიდობო პროცესი. თუმცა მოლაპარაკების პროცესს ართულებს ისრაელის მიერ გამოცხადებული გეგმა.
პროქართული საგარეო პოლიტიკა და ეროვნული უსაფრთხოება”- ასე ჰქვია კონსერვატიული პარტიის მიერ მომზადებულ დოკუმენტის პროექტს, რომელიც ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს გამოკვეთს. ამ პრიორიტეტებში უმთავრესია რუსეთთან ურთიერთობების აღდგენა.
სოფელ კირბალის მიმდებარე ტყეში ბიძისა და ძმისშვილის – ვაჟა და ბექა თაყაძეების დაკავებიდან 2 კვირა გავიდა. თაყაძეების ნათესავები აცხადებენ, რომ თუ უახლოეს პერიოდში საქართველოს ხელისუფლება მათ დახმარებას ვერ შეძლებს, ისინი ზურაბ ნოღაიდელს მიმართავენ.
კავკასიური ტურნეს ფარგლებში 9 მარტს თბილისს ესტუმრა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია. კავკასიური ტურნეს მიზანი რეგიონში არსებული ”გაყინული კონფლიქტების” მშვიდობიანი დარეგულირებაა - მშვიდობა კი უნდა ეფუძნებოდეს თავისუფლებას, დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს.
თვითმხილველთა გადმოცემით, 1956 წლის ტრაგედიას წინ, აქციის მსვლელობისას, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნამაც გაიჟღერა. ოფიციალური მონაცემებით, 9 მარტს 27 ადამიანი დაიღუპა, თუმცა, არაოფიციალური ინფორმაციით, დახოცილთა რაოდენობამ 100-ს გადააჭარბა.
ჩამოტვირთე მეტი