11 მარტს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სიების მონიტორინგის ახალი შედეგები წარმოადგინა. კომისიის თავმჯდომარის ზურაბ ხარატიშვილის თქმით, პარტიები, რომლებმაც, საარჩევნო სიების შემოწმების მიზნით, ბიუჯეტიდან დაფინანსება მიიღეს, საკითხს მეტი პასუხისმგებლობით უნდა ეკიდებოდნენ.