რა პრინციპით გადანაწილდება მაჟორიტარული ოლქები წლევანდელი საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის და რით არის განპირობებული ეს ცვლილება?
სირიაში „ისლამული სახელმწიფოს“ მებრძოლმა საკუთარი დედა მოკლა, რადგან ის შეევედრა, მიეტოვებინა ექსტრემისტული გაერთიანება.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხელი მოაწერა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პროექტს, რომელიც პარლამენტმა გასული წლის ბოლოს რიგგარეშე სესიაზე დაამტკიცა.
8 იანვარს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გიორგი გობრონიძე, საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტი.
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა კირილემ „თავდაცვითი ომი“ უწოდა რუსეთის სამხედრო ავიაციის გამანადგურებელ იერიშებს სირიაში.
ერაყის პრემიერ-მინისტრი ჰეიდარ ალ-აბადი, რომელიც როგორც ერაყელ შიიტთა ლიდერი, დიდ ზეწოლას განიცდის ქვეყნის სუნიტი უმრავლესობის მხრიდან, ცდილობს ნდობა და მხარდაჭერა მოიპოვოს სუნიტებით დასახლებულ რეგიონებში.
ჩრდილოეთი კორეა აცხადებს, რომ წარმატებით ჩაატარა წყალბადის ბომბის გამოცდა. ეს ცნობა 6 იანვარს ჩრდილოეთ კორეის ტელევიზიის პროგრამაში წაიკითხა დიქტორმა ქალმა.
“პატარა ერები დიდ როლს თამაშობენ ავღანეთის სამხედრო მისიაში“, - ასე შეაფასა გასული წლის ბოლოს ცნობილმა ამერიკულმა სამხედრო გამოცემა „სტარს ენდ სტრაიფსმა“ ქართველი ჯარისკაცების მოქმედება ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“.
თუ ცნობა დადასტურდა, ეს ნიშნავს, რომ ჩრდილოეთმა კორეამ იარაღის უკვე მეოთხე გამოცდით დაარღვია გაეროს სანქციები და მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ბირთვული იარაღის შექმნის მიმართულებით.
თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალექსანდრე ელისაშვილი ე. წ. შეწყალების საქმესთან დაკავშირებით პროკურატურას უმოქმედობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ უწყება „ამ საქმის ჩაფარცხვას ცდილობს“.
შარშან თითქმის 30%-ით შემცირდა ტერიტორია, რომელსაც ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფო“ ერაყსა და სირიაში აკონტროლებს.
დანიამ გერმანიასთან საზღვარზე მგზავრების დოკუმენტების შემოწმება დაიწყო. მანამდე კი შვედეთი შეუდგა თავის ტერიტორიაზე მოხვედრის მსურველთა დოკუმენტების გაკონტროლებას.
ჩამოტვირთე მეტი