თბილისის მერის თანამდებობაზე 2017 წლის არჩევნებში 13 კანდიდატი იბრძოდა. როგორც რადიო თავისუფლების ქუჩის გამოკითხვაში გამოიკვეთა, დედაქალაქის მოსახლობას ყველაზე მეტად სწორედ არჩევანის მრავალფეროვნება და მშვიდი გარემო მოეწონა. რა განსხვავებაა მერის წინა არჩევნებისგან და რას ფიქრობს საარჩევნო გარემოზე დედაქალაქის მოსახლეობა?
დაძაბული წინასაარჩევნო კამპანიის შემდეგ ამომრჩეველმა დილის 8 საათიდან მიაკითხა საარჩევნო უბნებს სასურველი კანდიდატებისა და პარტიების მხარდასაჭერად.
ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 21 ოქტომბერს, დილის 8 საათზე, ქალაქში გაიხსნა 124 საარჩევნო უბანი, მათ შორის ერთი სპეციალური, რომელიც სასჯელაღსრულების ნომერ მეორე დაწესებულებაშია განთავსებული.
მესამე სექტორის ნაწილი კანონდარღვევად მიიჩნევს, როცა საარჩევნო უბნებზე უპირატესად „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები საგანგებოდ აღრიცხავენ ხმის მისაცემად მისული ამომრჩევლების სარეგისტრაციო ნომრებს.
გორში, 32-ე საარჩევნო ოლქში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დილიდან მშვიდად მიმდინარეობს. 90-ე საარჩევნო უბანი თავმჯდომარის დაგვიანების გამო გვიან გაიხსნა, ამის შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივარი უკვე შევიდა.
"გადასატანი ყუთის სიაში" ათი ამომრჩეველი იყო ჩაწერილი, მათ შორის, 101 წლის ქალბატონიც კი. არჩევანის გასაკეთებლად მათ კომისიის წევრებმა სახლებში მიაკითხეს.
არჩევანის გასაკეთებლად საარჩევნო უბნებიდან დილიდანვე გამოიტანეს სპეციალური ყუთები, რომელთა მეშვეობითაც ხმის მიცემა იმ მოხუცებსა და ავადმყოფებს შეუძლიათ, ვინც საარჩევნო უბანში მისვლა ვერ შეძლო.
დღეს საქართველოში ირჩევენ 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს სულ 2 058 წევრს და 64 თვითმმართველი ქალაქის და თვითმმართველი თემის მერებს.
21 ოქტომბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო კონსტანტინე კანდელაკი, "სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის" გამგეობის თავმჯდომარე. მან ილაპარაკა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობაზე.
21 ოქტომბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო კონსტანტინე კანდელაკი, "სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის" გამგეობის თავმჯდომარე.
21 ოქტომბერს გაიმართა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები (მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნები).
1919 წლის 2 თებერვალს საქართველოს ისტორიაში თვითმმართველობის პირველი არჩევნები გაიმართა. თბილისელებმა ქალაქის საბჭოს წევრები აირჩიეს. მომდევნო არჩევნები ორი წლის თავზე, 1921 წლის 27 თებერვალს უნდა გამართულიყო.
ჩამოტვირთე მეტი