„უშიშროების საბჭოს გაუქმება ქვეყანას მთავარსარდლის გარეშე დატოვებს და სახელმწიფო უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნის", - განუცხადა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, დავით რაქვიაშვილმა, ჟურნალისტებს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით.
პოლიტიკური ორგანიზაცია „გირჩის“ მიერ დაფუძნებულმა „ბიბლიურმა თავისუფლებამ“ 140 მღვდელმსახური აკურთხა, თუმცა ამ სერტიფიკატის მქონე პირს რეალურად არაფერი აკავშირებს მღვდელმსახურებასთან.
საფრანგეთის დაზვერვამ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომელიც ეხება სირიის ქალაქ ხან-შეიხუნზე წელს, 4 აპრილს, მოწყობილ თავდასხმას.
საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტში ერთმანეთის მიყოლებით ჩაიწერა ორი მუხლი: „სოციალური სახელმწიფო“ და „ეკონომიკური თავისუფლება“.
წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით ენგურის ხიდზე დაკავებულ დარეჯან როგავას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გირაოს სახით 250 ლარის გადახდა დააკისრა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ დაადასტურა დე ფაქტო რესპუბლიკის მიერ 24 აპრილს გამოქვეყნებული ცნობა, რომ 20 დღის წინ აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან დაკავებულ მამა-შვილს სოხუმის სასამართლომ წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.
როგორია ცხოვრება იზოლაციაში, ცხოვრება ქალაქში, რომელსაც ის ხიბლი დაუკარგავს, დიდ საბჭოთა სივრცეში რომ ჰქონდა. როგორია ცხოვრება დამოუკიდებლობის განცდით, თუმცა სივრცის სიმცირის შეგრძნებით?
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ბოდიში მოიხადა რუს დეპუტატებთან ერთად სირიაში ჩასვლის გამო, თუმცა ასამბლეის პოლიტიკური ჯგუფებისა და დეპუტატების უმრავლესობა ბოდიშს არასაკმარისად მიიჩნევს.
25 აპრილს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო სოფო ბზიშვილი, აშშ-ის საელჩოს დემოკრატიის და საგრანტო პროგრამების კოორდინატორი. მან ილაპარაკა ამერიკის დღეებზე, რომელიც იმართება საქართველოში აშშ-საქართველოს თანამშრომლობის 25 წლისთავის აღსანიშნავად.
აშშ-ის სამხედრო ძალების სარდალი ავღანეთში, გენერალი ჯონ ნიკოლსონი არ გამორიცხავს, რომ თალიბები შეიარაღებას რუსეთისგან იღებდნენ.
ევროკავშირს სურს რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება, მაგრამ თვალს ვერ დახუჭავს ყირიმის ანექსიაზე და, შესაბამისად, ძალაში დარჩება რუსეთის საწინააღმდეგო სანქციები.
24 აპრილს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ეკა გიგაური, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი.
ჩამოტვირთე მეტი