მანჩესტერში ამერიკელი პოპ-მომღერლის კონცერტზე მომხდარი სისხლიანი თავდასხმიდან მალევე ბრიტანეთის ხელისუფლება აფეთქებასთან დაკავშირებული სადაზვერვო ინფორმაციის გაჟონვაზე ალაპარაკდა.
თბილისში შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების საკითხებზე მსჯელობდნენ - ექნება თუ არა საქართველოს ეფექტიანი შრომის ინსპექცია, როდის იქნება დაცული დასაქმებულთა უფლებები, იმუშავებს თუ არა ახალი კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ და შედგება თუ არა პოლიტიკური კონსენსუსი ამ საკითხებზე.
შიდა ქართლის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სამი სოფლის მოსახლეობა მეორე კვირაა ყოველდღე ელოდება მიწის ნაკვეთების კიდევ ერთი ნაწილის დაკარგვას.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაცია ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს სხდომის ოქმს გაასაჩივრებს, როგორც კი ის გამოქვეყნდება. ეს განცხადება ოპოზიციური პარტიის წევრებმა ბრიფინგზე გააკეთეს.
„ნიდერლანდების ინსტიტუტმა მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ საქართველოში უკვე მეორედ ჩაატარა კვლევა პოლიტიკური პარტიების გენდერული რანგირების მიზნით.
ხელშესახები პროგრესის მიუხედავად, აუცილებელია, რომ საქართველომ გააგრძელოს რეფორმების განხორციელება, მათ შორის, განსაკუთრებით სასამართლოს სისტემაში და ყურადღება მიაქციოს მედიაპლურალიზმის მნიშვნელობას.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რუსეთის ეგრეთ წოდებულ ელჩად მარატ კულახმეტოვი დანიშნა.
კონგრესის რესპუბლიკელი წარმომადგენლები ცივად შეხვდნენ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინადადებას საგარეო დახმარებისთვის განკუთვნილი ხარჯების შემცირების შესახებ.
აშშ-ის პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული 2018 წლის ბიუჯეტის თანახმად, დიპლომატიისა და უცხოეთის ქვეყნების დახმარების დაფინანსება თითქმის სამჯერ შემცირდება.
24 მაისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო შორენა ლორთქიფანიძე, პოლიტოლოგი, "თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოს" წარმომადგენელი. მან ილაპარაკა საქართველო-თურქეთის ურთიერთობაზე და ფაქტორებზე, რომლებიც განსაზღვრავს ამ ურთიერთობებს.
24 მაისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო შორენა ლორთქიფანიძე, პოლიტოლოგი, "თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოს" წარმომადგენელი.
ვატიკანში გაიმართა შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და პაპ ფრანცისკეს შორის. პაპმა ტრამპს დაუთმო გახანგრძლივებული აუდიენცია, რომელიც დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა.
ჩამოტვირთე მეტი