ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებს მართავენ, რათა მეტი მხარდაჭერის, აქციების უკეთ ორგანიზებისა და მეტი დაცულობის შესაძლებლობა მიიღონ. მკვლელებისა და მათი მფარველების დასჯის უმთავრეს მოთხოვნასთან ერთად, შვილმოკლული მამების მთავარ მოთხოვნად კვლავაც ხელისუფლების შეცვლა რჩება, რადგან სწორედ ამ შემთხვევაში წარმოუდგენიათ მათ დამნაშავეთა დასჯა.