სახელმწიფო მაკონტროლებელმა აუდიტის სამსახურმა ყვარლის მუნიციპალიტეტში საბიუჯეტო სამსახურების 2018-2019 წლების საქმიანობა შეისწავლა.
ევროკავშირის მედიაციით მიმდინარე 7-დღიანი ინტენსიური პროცესის უშედეგოდ დასრულების შემდეგ, საქართველოში გაჩნდა პოლიტიკური კრიზისის კიდევ უფრო გაღრმავების საფრთხე.
ელისო ჯანაშია ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ადამიანების დანარჩენ საქართველოში გადმოსვლის უკიდურეს სირთულეებზე ყვება და მთავრობისგან მოითხოვს მათთვის დაწესებული საკარანტინე რეჟიმის გაუქმებას: "საკითხი გადაიხედოს უმოკლეს ვადებში და შეიცვალოს ეს უაზრო კარანტინი ხიდზე 15-წუთიანი ტესტით შემოწმებით".
თბილისში, ვაშლიჯვრის თავზე მთის ფერდზე გაჩენილი ნაპრალის სიღრმე, პირველადი შეფასებით, 19 მეტრია, დაძრული უნდა იყოს დაახლოებით 500 000 კუბური მეტრი მიწა. გეოლოგები ამბობენ, რომ ეს ადგილი, ისევე როგორც, მაგალითად, მთაწმინდის ქედი, სეისმურად არამდგრადია და სიფრთხილეა საჭიროა.
„ბიბილოვი პუტინის გზას დაადგა“, „ბიბილოვს ოსების პუტინობა მოუნდა“, - ამ შინაარსის კომენტარები სოციალურ ქსელში სულ უფრო ხშირად ჩნდება.
ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები 18 მარტს, ევროკავშირის მედიაციით, მეორედ ხვდებიან ერთმანეთს. შეთანხმებასთან დაკავშირებით პროგნოზების გაკეთება უჭირს ყველას. ოპოზიცია ერთიანობას ინარჩუნებს და ხელისუფლებისგან კვლავაც რადიკალურად განსხვავებულ პოზიციაზე დგას.
პლატფორმა "სალამ"-ის წარმომადგენელი, ქამრან მამადლი პარლამენტის დისაპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ფარგლებში საქართველოს ეთნიკური უმცირესობების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას ეხმაურება: "ჩვენთვის არსებითად პრობლემურია ჩვენი ასოცირება სხვა ქვეყნებთან და ჩვენი დიასპორად იდენტიფიცირება".
ჩამოტვირთე მეტი