"ნინო ლომჯარია სრულიად დაუსაბუთებელი და ცალმხრივად მომზადებული მოსაზრებით მოგვევლინა, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სასამართლოს მეგობრის და სახალხო დამცველის როლის საწინააღმდეგოდ, კონკრეტული ბრალდების სისხლის სამართლის საქმის მხარედ", - ნათქვამია გენ. პროკურატურის 5 მარტის განცხადებაში.
“დაკანონებულია ეს თემა” - ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისიდან ნიკა მელიას დაკავების დღეს სერვერების ამოღებასთან დაკავშირებით კითხვას.
"რონდელის ფონდის" მკვლევარი, ალეკო კვახაძე, საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს ორგანიზებით ყარაბაღში მოწყობილი სამდღიანი ტურის მონაწილე აღმოჩნდა. ორგანიზატორების მიერ მოგზაურობის მკაცრად რეგლამენტირებული ფორმატის მიუხედავად, მკვლევარმა მოახერხა საინტერესო ინფორმაციითა და ფოტომასალით დაბრუნებულიყო.
"რონდელის ფონდის" მკვლევარი, ზურაბ ბატიაშვილი ლაპარაკობს სამხრეთ კავკასიაში ყარაბაღში საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ შექმნილ რეალობასა და საქართველოს პოზიციაზე, მათ შორის - "3+3" ფორმატის მიმართ. ის განმარტავს გარე აქტორების ინტერესებსაც და კვლავაც ხედავს სივრცეს დასავლეთის მოქმედებისთვის.
"ლელო საქართველოსთვის" პოლიტსაბჭოს წევრი, ანა ნაცვლიშვილი "ფრიდომ ჰაუსის" 2021 წლის ანგარიშს ეხმაურება: "ოლიგაქრიული მმართველობა, მაღალი დონის კორუფცია, სასამართლოს არარსებობა და ა.შ., როგორც საცობი ბოთლზე, ასეა ჩაჭიდული და ჩვეულებრივ ადამიანებამდე ფუნქციური სახელმწიფოს მიტანას აფერხებს".
საია-ს თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილი "დილის საუბრებში" მიმოიხილავს "ფრიდომ ჰაუსის" 2021-ის ანგარიშის საქართველოს შესახებ თავს და განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის ნაწილს - "ეს კვლევა უნდა გვადარდებდეს, თუ გვაქვს პრეტენზია, რომ ვცხოვრობთ დემოკრატიულ სახელმწიფოში".
ჩამოტვირთე მეტი