თითქმის ერთი თვეა, გერმანიაში, ფრანკფურტსა და დარმშტატს შორის, ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურთან ათობით ტრაილერი დგას. ქართველი, უზბეკი და ფილიპინელი მძღოლები მარტის ბოლოს გაიფიცნენ. ისინი დამსაქმებელს, პოლონურ გადამზიდავ კომპანიას ხელფასებს სთხოვენ და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებენ.