"ვაშინგტონზე ოცნება აღმოსავლეთევროპელების ერთ-ერთ უდიდეს შეცდომად მიმაჩნია. ვაშინგტონი არ გაიქცევა რუსეთისაგან მათს გადასარჩენად”, ეს შეფასება გამოჩენილ ისტორიკოსს, ტონი ჯადტს ეკუთვნის.
რუსეთიდან მივლინებულმა რევიზორებმა გალის საავადმყოფოებში ქართული წარმოების მედიკამენტები აღმოაჩინეს. კომისიას აინტერესებს, თუ საიდან და რატომ აქვთ ქართული წარმოების მედიკამენტები გალში და ვინ მონაწილეობს კონტრაბანდაში.
ორი წლის წინ, 2008 წლის 12 აგვისტოს, გაფორმდა ცეცხლის შეწყვეტის ექვსპუნქტიანი შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, უნდა აღდგენილიყო 7 აგვისტოს სტატუს კვო და რუსეთის შეიარაღებული ძალები დაბრუნებულიყვნენ მუდმივი დისლოკაციის ადგილებში.
საქართველოსთვის გამოყოფილი 1 მილიარდი დოლარიდან 83 მილიონი მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობასა და იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის დახმარებას მოხმარდება.
რა ადგილი უკავია დღეს საერთაშორისო სამართალს სახელმწიფოთა შორის ურთიერთობების მოგვარებაში, ცალკეული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში? კერძოდ, რა სამართლებრივი შედეგი მოჰყვა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას ომის დასრულებიდან უკვე ორი წლის შემდეგ?
რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდალმა ალექსანდერ ზელინმა განაცხადა, რომ რუსეთმა აფხაზეთში S-300 ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტები განათავსა. მან ასევე განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის სხვა ტიპის სისტემები უკვე განთავსებულია სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე.
ყირგიზეთის პრეზიდენტმა როზა ოტუნბაევამ 10 აგვისტოს გამოაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში 10 ოქტომბერს გაიმართება. მთავრობა არჩევნების თარიღის გამოცხადებას არ ჩქარობდა.
მიმდინარე კვირაში რუსთავში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რუსთავის საკრებულოს წევრები და ჟურნალისტები.
ორი ძვირად ღირებული ომი ერაყსა და ავღანეთში და მთავრობის მზარდი ვალები - ეს არის ორი მიზეზი, რის გამოც ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეიტსმა განაცხადა, რომ განზრახული აქვს სამხედრო ხარჯების შემცირება.
მეღვრეკისის მოსახლეობამ სოფელში ჭაბურღილის დამონტაჟების მოთხოვნით საპროტესტო აქცია არაერთხელ გამართა. სოფელს რამდენიმე წელია სასმელი წყალი არ მიეწოდება და წყალს კასრებით და სხვადასხვა ჭურჭლით რამდენიმე კილომეტრიდან ეზიდებიან.
10 აგვისტოს თბილისის სტუდიის სტუმარი იყო ”ქართული ლეგიონის” ერთ-ერთი დამფუძნებელი მალხაზ თოფურია. როგორც სტუმარმა განაცხადა, ლეგიონის შექმნის მიზეზი, არა მხოლოდ წუხილია წარსულის გამო, არამედ სამომავლო გეგმებიც აქვთ.
რუსეთში ხანძრებით გამოწვეულ კრიზისზე პასუხისმგებლობას ბევრი აკისრებს მთავრობას ტყის ახალი კოდექსის გამო, რომლითაც 2007 წელს ფაქტობრივად, ერთი ხელის მოსმით მოისპო ტყეების დაცვის მთელი სისტემა, ჩამოყალიბებული საბჭოთა პერიოდში.
ჩამოტვირთე მეტი