დღევანდელი პროგრამის თემაა 1992 წლის 14 აგვისტო, საქართველოს ეროვნული გვარდიის ნაწილების აფხაზეთში შესვლა და სოხუმის აღება, რასაც მაშინ მოქმედ პოლიტიკოსთა ნაწილი დღემდე გარდაუვალი აუცილებლობით ხსნის. განსხვავებულად ფიქრობს პროფესორი ნოდარ ნათაძე.
„დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ხელისუფლებას მისი პარტიის წინააღმდეგ პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ხელისუფლებამ საშუალება არ მისცა მას, სოფელ ხურვალეთში დევნილებს შეხვედროდა.
13 აგვისტოს გამთენიიდან შენობას აცლევინებენ ისნის სამხედრო ჰოსპიტლის ტერიტორიაზე მცხოვრებ დევნილებს. გამომცემლობა ”სამშობლოსა” და ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის შენობის შემდეგ ეს მესამე კომპაქტურად ჩასახლებული ობიექტია, რომელსაც დევნილები ტოვებენ.
14 აგვისტოს აფხაზები და ქართველები ომის დაწყების მორიგ წლისთავს აღნიშნავენ. 18 წლის წინ დაწყებულმა ომმა 13 თვეს გასტანა და უმძიმესი შედეგებით დასრულდა: დაიღუპა 16 ათასამდე ადამიანი, სამასი ათასი კი დევნილად იქცა.
თითქმის სამი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა, კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ კანონპროექტი საყოველთაო-სახალხო განხილვის საგნად აქცია. ამ მიზნით შეიქმნა 36 კაციანი კომისია.
დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს ლიდერი ნინო ბურჯანაძე ხურვალეთის დევნილთა დასახლებაში არ შეუშვეს. როგორც პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ განაცხადა, მას ე.წ. ”ზონდერ ბრიგადის” წარმომადგენლები დაახვედრეს.
13 აგვისტოს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო შოთა მალაშხია, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე. მან ილაპარაკა 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების მნიშვნელობაზე.
10 წლის წინ ბარენცის ზღვაში ჩაიძირა რუსეთის ატომური წყალქვეშა ნავი „კურსკი“. ავარიის შედეგად დაიღუპა ეკიპაჟის 118-ვე წევრი. ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, „კურსკი“ საკუთარი ტორპედოების აფეთქებამ ჩაძირა.
"ვაშინგტონზე ოცნება აღმოსავლეთევროპელების ერთ-ერთ უდიდეს შეცდომად მიმაჩნია. ვაშინგტონი არ გაიქცევა რუსეთისაგან მათს გადასარჩენად”, ეს შეფასება გამოჩენილ ისტორიკოსს, ტონი ჯადტს ეკუთვნის.
რუსეთიდან მივლინებულმა რევიზორებმა გალის საავადმყოფოებში ქართული წარმოების მედიკამენტები აღმოაჩინეს. კომისიას აინტერესებს, თუ საიდან და რატომ აქვთ ქართული წარმოების მედიკამენტები გალში და ვინ მონაწილეობს კონტრაბანდაში.
ორი წლის წინ, 2008 წლის 12 აგვისტოს, გაფორმდა ცეცხლის შეწყვეტის ექვსპუნქტიანი შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, უნდა აღდგენილიყო 7 აგვისტოს სტატუს კვო და რუსეთის შეიარაღებული ძალები დაბრუნებულიყვნენ მუდმივი დისლოკაციის ადგილებში.
საქართველოსთვის გამოყოფილი 1 მილიარდი დოლარიდან 83 მილიონი მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობასა და იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის დახმარებას მოხმარდება.
ჩამოტვირთე მეტი